დღეს, 7 ივლისს ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, The Beatles-ის დრამერს, სერ რინგო სტარს 80 წელი შეუსრულდა. არტისტი ჯგუფის წევრი 1962 წელს გახდა, ლივერპულელი ოთხეულის დაშლის შემდეგ კი სოლო კარიერა დაიწყო. 2018 წელს მუსიკოსი ბუკინგემის სასახლეში პრინცმა უილიამმა რაინდად აკურთხა. რინგო სტარი, იგივე, სერ რიჩარდ სტარკი The Beatles-ის მეორე წევრია, რომელსაც აღნიშნული ტიტული ერგო, 21 წლის წინ იგივე აღიარება სერ პოლ მაკკარტნის ხვდა წილად.
აღსანიშნავია, რომ რინგოს საკუთარ დაბადების დღეზე ტრადიცია აქვს, ის 2008 წლიდან მეგობრებთან ერთად ჩიკაგოში, Hard Rock -ში კონცერტს მართავს, თუმცა, ამჯერად კორონავირუსის პანდემიის გამო კონცერტი ვერ ჩატარდა.
„მე დღეს უზარმაზარი დაბადების დღე მაქვს, თუმცა, ისე ვერ ავღნიშნავ, როგორც გასული 12 წლის მანძილზე“. – განაცხადა ვარსკვლავმა.
გთავაზობთ რინგო სტარის ტოპ-5 საუკეთესო კომპოზიციას:
It Don’t Come Easy
I’m The Greatest
https://www.youtube.com/watch?v=mZ4EmA5X-PQ