LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რიონის ხეობის მცველები” პრაიდის წინააღმდეგ თბილისში მოდიან

84
a1619457250

„რიონის ხეობის მცველები“ პრაიდის წინააღმდეგ აქციაზე დასასწრებად მოდიან.

ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას” მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მარიტა მუსელიანმა დაუდასტურა.

როგორც ცნობილია, აქციას შეუერთდებიან ვარლამ გოლეთიანი და მაკა სულაძეც.

მუსელიანის განცხადებით, აქციაზე საპატრიარქოს მოწოდების გამო გამოდიან.

“მრევლზე მოწოდება როგორც კი გაკეთდა ყველამ მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენც… ვარლამიც მოდის, რასაკვირველია, კახაც [ასათიანიც]. ვიცი, რომ წამოსვლას აპირებდა.

პრაიდის წინააღმდეგ ჩვენ გამოვთქვით წერილობითი აზრი, პრაიდის იდეა პირდაპირ ეწინააღმდეგება…”-აღნიშნა მუსელიანმა.

მარიტა მუსელიანი ასევე აღნიშნავს, რომ “რიონის ხეობის მცველები” ყოველგვარ ძალადობას ემიჯნებიან.

„ჩვენი ადგილი ძალადობრივი ჯგუფების გვერდით არ არის. ჩვენ საპატრიარქოს მოწოდების მიხედვით მივდივართ აბსოლუტურად მშვიდობიან აქციაზე. არასოდეს ვყოფილვართ ძალადობრივი ჯგუფების გვერდით და არცერთი ძალადობრივი ჯგუფის მოწოდებაზე არსად არ გაგვივლია. ჩვენ როგორც მართლმადიდებელი მრევლი და ხალხი, რომელთაც აქვს პრაიდთან დაკავშირებით გამოხატული წერილობითი პოზიცია, მივდივართ ამ პოზიციის დასადასტურებლად, ასე ვთქვათ”,- ამბობს ის „პუბლიკასთან” საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g