„ჩვენი დროის გმირი“, – ასე უწოდებენ სოციალურ ქსელებში ვარლამ გოლეთიანს, რიონის ხელობის მცველს, რომელიც ნამანხვანჰესის წინააღმდეგ აქციებს უდგას სათავეში.
ვარლამი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ ბრძოლის გამო პირადი სივრცე აღარ რჩება. ის ამავე ინტერვიუში პასუხობს ჟურნალისტის კითხვას, რას ფიქრობს, როცა „სამეფო კარის თამაშების“ ყველაზე პოპულარულ პერსონაჟს, ჯონ სნოუს ადარებენ: „ჯონ სნოუ ფოტოებზე ვნახე მხოლოდ, სხვა დეტალები არ ვიცი. წლების წინაც მამსგავსებდნენ მეგობრები და ახლა მახსენებენ, გახსოვს, რომ გეუბნებოდითო. ახლა კი ამბობენ, რომ ცხოვრების წესითაც ვგავარ. როგორც კი მოვახერხებ, ვნახავ ამ სერიალს…“
ვარლამ გოლეთიანს იმის შესახებაც ეკითხებიან, თუ როგორი გოგონები მოსწონს:
„ლამაზი და ჭკვიანი. სილამაზისა და სიჭკვიანის გარეშე არაფერს აქვს აზრი ალბათ. რჩეული არ მყავს…“

