LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიოს უსაფრთხოებას 40 ათასზე მეტი სამხედრო დაიცავს

55

40 ათასი სამხედრო დაიცავს რიოს ტურისტულ ადგილებს ოლიმპიადის დროს.
საერთო ჯამში, დაცვაში 85 ათასი ადამიანია.

ბრაზილია ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ ადგილებში უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს.

იუსტიციის მინისტრის ალეშანდრუ დი მორაეშას თქმით, რისკი მინიმალურია: უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ფედერალური ძალების 85 ათასი წარმომადგენელია მობილიზებული, მათგან 41 ათასი სამხედროა.

ამასწინ, ბრაზილიაში დანაშაულებრივი დაჯგუფების 12 წევრი დააკავეს, რომლებიც ოლიმპიადაზე ტერაქტებს გეგმავდნენ. ისინი ”ისლამური სახელმწიფოს” წარმომადგენლები არ ყოფილან, თუმცა მათტან კავშირის დამყარებას კი ცდილობდნენ. ყველა მათგანი ბრაზილიელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g