LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რის გამო აკრიტიკებენ ბერას ახალ სიმღერას – „მარტო ძმები მყავს, არც ერთი მეგობარი…“

74

ბერა ივანიშვილმა ახალი სიმღერა ჩაწერა. მისი სახელწოდებაა „ჩემპიონი“ – „და მე მიწაზე ვდგავარ, როგორ ვიყო სუპერსტარი, მარტო ძმები მყავს, არც ერთი მეგობარი… ასე რომ მოიყვანე, ვინც გინდა, ჩემი მშობლების შვილს, როგორ აჯობოს სხვის შვილმა…“ ეს მისი ახალი სიმღერიდან ამონარიდებია.

ბერას ახალი სიმღერის ტექსტს, როგორც ყოველთვის, გამოხმაურება მოჰყვა. „რუსთავი 2“-ის ადვოკატი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში წერს, „ბერას ახალი სიმღერის ტექსტი: „მოიყვანე ვინც გინდა, ჩემი მშობლების შვილს როგორ უნდა აჯობოს სხვის შვილმა; ქართული ოცნება ჩემი, ოღონდ მათი არა“; მიცნობს ყველა ჩემპიონი, ნამდვილი ჩემპიონი“. მოკლედ, რა არ გვინახავს ამ 25 წლის მანძილზე, მარა ასეთი ყეყეჩი შვილი დამოუკიდებელი საქართველოს არც ერთ ლიდერს არ ჰყოლია. პრინციპში, არც ასეთი უბირი ლიდერი გვყოლია აქამდე“.

ბერას გვერდზე განთავსებულ ვიდეოს უამრავი კომენტარი მოჰყვა, მათ შორის ბევრი დადებითი: „დღეს ქართველი ვითომ რეპერების სიმღერების თემაა მოსაწევი… ამით განსხვავდება მათგან ბერა“, „ბერა, შენ დიდი ხანია, ჩემპიონი ხარ“, „მართლა მაგარია და ინსტრუმენტალიც ასწორებს“, „შეიძლება, ბევრს არ მოსწონს, მაგრამ თუ დააკვირდებით, ძალიან განსხვავებულია. პირველად ვუსმენ ქართულ რეპს, სადაც არ მესმის „სექსი, პლანი, წამალი, შპრიცი“, აი, ამიტომ მომწონს ბერას რეპი“, „მაგარი ბიჭი მაგარი ოჯახიდან“, „აქამდე მისი არც ერთი სიმღერა არ მომისმენია, მაგრამ ეს ძალიან მომეწონა“, „ძალიან მიყვარს ეს ბიჭი, თავისი სიალალით და პირდაპირობით, მაგრამ აქვე მაქვს ერთი თხოვნა… ბერა, შვილო… ნუ გაისვრი თავს იმ სიბინძურით, რასაც პოლიტიკა და მითუმეტეს ქართული პოლიტიკა ჰქვია…“.

თუმცა აქვე შეგიძლიათ ამოიკითხოთ კრიტიკული კომენტარებიც, მაგალითად, არჩევნების მოახლოებასა და ბერას ამღერებას შორის პარალელის გავლებით დაწყებული, სიტყვა ჩემპიონობის რეალური განმარტებით დასრულებული, თუმცა სიმღერას უამრავი ადამიანი აზიარებს და იწონებს სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები