კანონის უზენაესობა სწორედ იმას გულისხმობს, რომ ყველამ უნდა ვისწავლოთ როგორც ინსტიტუტებს, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებების პატივისცემა – აღნიშნავს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას საქმეზე, გადაცემაში „იმედი LIVE“ საუბრისას.
„საქმეზე გადაწყვეტილება მივიღე მხოლოდ იმ მტკიცებულებების შეფასებიდან გამომდინარე, რაც საქმეში იყო. ნამდვილად არ შევალ სიღრმეებში, მაგრამ დაგიდასტურებთ, რომ ბატონი ნიკას გასამართლება 2 ეპიზოდში მოხდა და ეს არ ეხებოდა მხოლოდ მანქანის ეპიზოდს და მანქანის ეპიზოდიც არასწორად მიაწოდეს საზოგადოებას. თუმცა, ნამდვილად ვერ შევაფასებ საკუთარ გადაწყვეტილებას. ამისთვის არსებობს ზედა ინსტანციები“, – განაცხდა ჩხიკვაძემ.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოს შენობაში შეხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი, რომელმაც უთხრა, ელჩს აინტერესებს რატომ გამოიყენა თავისუფლების აღკვეთის ზომა.