ერეკლე გირგვლიანი პასუხობს ჟურნალ „გზის“ კითხვას, როგორ უყურებენ მისი ნათესავები სპორტულ-სამეჯლისო ცეკვებში მის ჩართულობას და ზოგადად, მის პროფესიას:
„სვანი ვარ და ამით ვამაყობ! ალბათ, მენტალიტეტის გამო, ბევრს ჰგონია, რომ სვანები „რქიანი“ ხალხია (იცინის), რომლებსაც სიახლეების მიღება არ შეუძლიათ. ჩემი გარემოცვის საფუძველზე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სვან ხალხს საზოგადოება არასწორად აღიქვამს, რადგან მათგან ნეგატიური დამოკიდებულება არასდროს მიგრძნია, თუნდაც ჩემი იმიჯის გამო – მოგეხსენებათ, საყურე და ტატუები ტრადიციულ იმიჯს დიდად არ შეესაბამება. სვანი ხალხი ყოველთვის გვერდში მედგა. ამ სეზონზეც ისე გულმოდგინედ მამხნევებდნენ, რომ სხვა კუთხეების წარმომადგენლებს შეშურდეთ (იცინის).
მხოლოდ თბილისში მცხოვრებ სვანებს არ ვგულისხმობ. სოფელ სვანეთში, სოფელ ლატალში ჩემი გვარის წარმომადგენლები არიან თავმოყრილი. ისინი ძალიან მიყვარს. ორივე სეზონზე მგულშემატკივრობდნენ, თბილ დამოკიდებულებას გამოხატავდნენ. ჩემი იმიჯი არ გამხდარა მიზეზი, რომ უარყოფითი დამოკიდებულება გასჩენოდათ…“
ბაბი კირკიტაძე და ერეკლე გირგვლიანი „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-11 სეზონის გამარჯვებულები გახდნენ