ინფლუენსერი და UFC-ს ჟურნალისტი ნინა დრამა, რომელიც ახლახან მერაბ დვალიშვილთან ერთად საქართველოს სტუმრობდა, აქვეყნებს ფოტოს, რომელიც სწორედ საქართველოშია გადაღებული და წერს, რომ ჩვენი ქვეყანა უკვე ენატრება:
„მენატრება ჩემი ულამაზესი საქართველო ამ წამს ძალიან… დიდი მადლობა ქართველ დებსა და ძმებს ასეთი სიყვარულისთვის. მენატრებით ყველა და მინდა, უკან დავბრუნდე!.. მერაბ, დიდი მადლობა, რომ ასეთი შესანიშნავი მეგობარი ხარ და შენი კულტურა მაჩვენე! არასდროს დავივიწყებ ამ გამოცდილებას! საქართველო ყოველთვის ჩემს გულში იქნება…“