„ესკადას“ მოდის სახლის კრეატიული დირექტორის, ნაილ სლოუნის გადაწყვეტილებით, ბრენდის ამბასადორი რიტა ორა გახდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მომღერლის იმიჯი ერთი ერთში იმეორებს ახალი კონცეფციის იდეას: „ესკადა ქმნის სამოსს ძლიერი ქალებისთვის. ამ ქალის გარდერობი მოდის სამყაროს იპყრობს. რიტა ორა სწორედ ამ ქალის განსახიერებაა. ის ნიჭიერი, თავდაჯერებული და კარგი იუმორის მქონე ადამიანია. ეს კი მას ესკადას სახედ აქცევს“, – აცხადებს ნაილ სლოუნი.
გადაღებებისთვის რიტა ორამ გაზაფხულ-ზაფხულის ახალი კოლექციიდან ულამაზესი სამოსი მოირგო. ის „ესკადას“ ფერადი პლაშჩით, ატლასის ბლუზებით, ზოლიანი პიჟამითა და ულამაზესი აქსესუარებით პოზირებს.