რიტა ორამ თავისი უკანასკნელი სიმღერის „Girls“ ტექსტზე ბოდიში მოიხადა. თრექი მან ბეიბი რექსთან, კარდი ბისთან და Charli XCX-თან ერთად ჩაწერა.
იაპონელი მსახიობი ჰეილი კიიოკო ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ახალ თრექზე რეაგირება მოახდინა. „მუდმივად ჩნდება სიმღერები, რომლებსაც არასწორ ინტერპრეტირებას უკეთებენ და შედეგად ლგბტ-საზოგადოებისთვის მათ უფრო მეტი ზიანი მოაქვთ, ვიდრე სარგებელი. მსგავსი სიმღერები ამ იდეებს შეურაცხყოფს“, – განაცხადა მსახიობმა.
მას შემდეგ, რაც ორამ თავისი მისამართით ბევრი შეურაცხმყოფელი განცხადება მოისმინა, მან „ტვიტერზე“ გამამართლებელი წერილი გამოაქვეყნა:
„ეს სიმღერა იმ გამოცდილებით დაიწერა, რომელიც მე გამოვიარე. მე მქონია ურთიერთობა როგორც ქალებთან, ისე კაცებთან და ეს ჩემი ცხოვრებაა. ვწუხვარ, თუ მასში სხვა ადამიანების გრძნობებს უხეშად შევეხე. არასოდეს ვიფიქრებდი ლგბტ-საზოგადოების შეურაცხყოფას. იმედი მაქვს, ჩემი შემოქმედების გამოხატვა მომავალშიც შემეძლება. მინდა მადლობა განვუცხადო თაყვანისმცემლებს, რომლებმაც საკუთარი თავის სიყვარული მასწავლეს“.