LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რივალდო საქართველოში ჩამოვიდა: ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს [ფოტო]

670
rivalduu

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რივალდო საქართველოშია. თბილისში გამომგზავრების და შემდეგ თბილისის აეროპორტში ჩამოსვლის ამსახველი ფოტო ფეხბურთელმა Instagram-ზე გამოაქვეყნა.

დახვედრა ვარსკვლავური იყო – ფეხბრთელმა მისი სახელობის მაისურებზე და სხვა ნივთებზე ქართველ ფანებს ავტოგრაფები დაუტოვა. ჟურნალისტებთან კი განაცხადა, რომ საქართველო ძალიან უყვარს და მიღებულ შემოთავაზებას სიამოვნებით დათანხმდა.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ვესტუმრე. საქართველო ძალიან მიყვარს და სიამოვნებით დავთანხმდი შეთავაზებას და გავხდი „adjarabet.com-ის სპორტის ამბასადორი“. ფილმში გადაღება საინტერესო გამოცდილებაა და ქართველ ვარსკვლავებთან ერთად მასში მონაწილეობა ჩემთვის დიდი პატივია“, – განუცხადა მან.

აჭარაბეთის ინფორმაციით, რივალდო ფილმში „არენა“ მიიღებს მონაწილეობას. როგორც ცნობილია, გადაღებები წყალტუბოში გაიმართება. რივალდოსთან ერთად ფილმში სხვა ცნობილი ადამიანებიც მიიღებენ მონაწილეობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები