რობერტ კარდაშიანი და ბლეკ ჩაინა პირველად გამოჩნდნენ მას შემდეგ, რაც საზოგადოებას ჩაინას ორსულობის შესახებ შეატყობინეს. წყვილმა გუშინ სოციალური ქსელით დაანონსა, რომ მალე მშობლები გახდებიან. ამჯერად კი რეალითი-შოუს ვარსკვლავები ლოს-ანჯელესში ახალი აპლიკაციის პრეზენტაციაზე გამოჩნდნენ. ბლეკ ჩაინამ წითელი ხალიჩისთვის შავი კაბა შეარჩია, რომელიც თვლებით იყო გაფორმებული. ჩაინას წამოზრდილი მუცელი უკვე შესამჩნევია და კაბაც ისე ჰქონდა შერჩეული, რომ მისი ორსულობისთვის გაესვა ხაზი.
ის, რომ ბლეკ ჩაინა კიმ კარადშიანს ბაძავს, არაერთხელ ითქვა. ამჯერად, მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კიმი მისი კუმირია და ამას ვარცხნილობით გაუსვა ხაზი.