ამერიკელმა მსახიობმა რობერტ დე ნირომ განაცხადა, რომ ამერიკა „დროებითი უგონობით“ არის დაავადებული. აღნიშნული განცხადება მან დუბაიში გამართულ სამშვიდობო სამიტზე გააკეთა.
„მე ვამბობ ჩემს სამშობლოზე, ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ჩვენ არ გვიყვარს იმის თქმა, რომ ჩამორჩენილი ქვეყანა ვართ, მაგრამ, მოდით, ასე ვთქვათ, რომ „დროებითი უგონობით“ ვიტანჯებით“, – განაცხადა დე ნირომ.
მსახიობმა რამდენჯერმე უარყოფითად შეაფასა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობაც.