LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობერტ დენირო, პიპა მიდლტონი და აიდა ფილდი პრინცესა ბეატრისის საიდუმლო ნიშნობაზე (ფოტო)

292
deniromdltn-news3435

18 დეკემბერს ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში პრინცესა ბეატრისისა და მილიარდერის, ედუარდო მაპელი-მოცის ნიშნობა გაიმართა. ცოტა ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პრინცი ენდრიუს სექსუალურ სკანდალში მონაწილეობის გამო, ნიშნობა გადაიდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. დედოფალ ელისაბეტის შვილიშვილმა, პრინცესა ბეატრისმა დაგეგმილი წვეულება არ გადადო და უახლოეს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს უმასპინძლა.

ამ საიდუმლო წვეულების ფოტო ინტერნეტში ჯერ არ გავრცელებულა, სამაგიეროდ ფოტოგრაფებმა რესტორანთან მისული სტუმრები გადაიღეს. მათ შორის იყო პიპა მიდლტონი, აიდა ფილდი და რობერტ დენირო.

ცნობილია, რომ სულ წვეულებას 30 სტუმარი ესწრებოდა. ბუკინგემის სასახლის ოფიციალურ გვერდზე ნათქვამია, რომ ქორწილის დეტალებს უახლოეს პერიოდში გაასაჯაროებენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g