ბრიტანელი მსახიობი რობეტ პატინსონი ლეგენდარული ბრენდის, Dior-ის ახალ სარეკლამო რგოლში გამოჩნდა.
ინტერნეტში გამოჩნდა შავ-თეთრი კადრები გადასაღები მოედნიდან და ასევე ვიდეო, როგორ დადის მსახიობი ნიუ-ორკის ქუჩებში L’Orange & Jeremiah Jae-ის სიმღერის All I Need-ის ფონზე. მსახიობი ბრენდის სუნამოს Homme Eau for Men-ის ახალი სახეა. კლიპში მან თანამედროვე ქუჩის პრინცის ამპლუა მოირგო: „იოცნებე, თითქოს ცხოვრობ მარადიულად, იცხოვრე, თითქოს დღეს შენი ბოლო დღეა“ – მოუწოდებს მაყურებელს მსახიობი.
https://www.youtube.com/watch?v=nl7ziJtkLDM