გასული წლის ივნისში, ბონ ჯოვიმ მეთექვსმეტე სტუდიური ალბომი – Forever გამოუშვა. დისკის რელიზიდან 1 წლის თავზე ბენდი ფირფიტის ხელახალ გამოცემას წარადგენს, რომელიც კოლაბორაციული იქნება.
Forever (Legendary Edition) გაყიდვაში 24 ოქტომბერს ჩაეშვება და მასში თავს ორიგინალურ კრებულში შესული სიმღერების ახლებური ვერსიები მოიყრის.
სპეციალური მუსიკალური პროექტი ისეთ არტისტებთან დუეტებს აერთიანებს, როგორებიც: რობი უილიამსი, ჯელი როლი, რაიან ტედერი, ჯო ელიოტი, ლეინი უილსონი, ავრილ ლავინი, ბრიუს სპრინგსტინი და სხვები არიან.
ამასთან, ჩანაწერში და მის დელუქს გამოცემაში ახალი ტრეკებიც – Red, White and Jersey და Fight Somebody შედის.