ავრილ ლავინმა ალანის მორისეტის საკულტო ჰიტის – Ironic ქავერ ვერსია გამოუშვა. სიმღერა არტისტის ინტერპრეტაციით სპეციალურად კანადური რომანტიკული კომედიისთვის – Mile End Kicks ჩაიწერა.
ლავინმა საუნდტრეკს ორიგინალური არანჟირება შეუნარჩუნა, თუმცა მას თავისი ადრეული კარიერისთვის დამახასიათებელი ,,პანკ-პრინცესას” ემოციური ტონი შესძინა.
აღსანიშნავია, რომ ავრილ ლავინმა Ironic ალანის მორისეტთან ერთად 2005 წელს, ამ უკანასკნელის კონცერტზე ცოცხლად შეასრულა.
Throwing it back to an incredible on-stage moment with @Alanis Morissette & @AvrilLavigne in 2005! #tbt #hobla pic.twitter.com/R1Ft9QAvFt
— House of Blues Los Angeles (@HOBLosAngeles) August 20, 2015
ცნობისთვის, Ironic ალანის მორისეტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნამუშევარია, რომელიც მუსიკოსის მესამე სტუდიური ალბომის – Jagged Little Pill (1995) ნაწილია. სიმღერამ შემსრულებელს მსოფლიო აღიარება და ,,გრემის” ორი, მათ შორის ,,წლის ჩანაწერის” ნომინაცია მოუტანა.