LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობი უილიამსმა და აიდა ფილდმა არდადეგები მოიწყვეს (ფოტო)

7496874-0-image-a-12_1544987507020

ბრიტანული ,,X ფაქტორის” დასრულების შემდეგ, რობი უილიამსმა და მისმა მეუღლემ, აიდა ფილდმა დასვენება გადაწყვიტეს და თაყვანისმცემლებს უდარდელი მოგზაურობის ამსახველი ფოტოები გაუზიარეს.

სანაპიროზე გადაღებული ფოტო, რომელიც ,,ინსტაგრამზე” აიდამ გამოაქვეყნა, ვარსკვლავური წყვილის ოჯახურ იდილიას ასახავს. საინტერესოა, რომ ფოტოზე, 44 წლის მომღერალი და 39 წლის მსახიობი შვილებთან ერთად, ზურგშექცეული ჩანან.

 

View this post on Instagram

 

#familytime AWxx

A post shared by Ayda Field Williams (@aydafieldwilliams) on

აღსანიშნავია, რომ მეუღლისგან განსხვავებით უილიამსმა, რომელიც ცნობილია თავისი ექსცენტრიკულობით, აივანზე გადაღებული შავ-თეთრი ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ის ახალგაღვიძებული, მხოლოდ ტრუსის ამარა პოზირებს.

 

View this post on Instagram

 

Morning!

A post shared by Robbie Williams (@robbiewilliams) on

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და პოპულარული მუსიკალური კონკურსის მენტორის სკამი რობი უილიამსმა და აიდა ფილდმა წელს პირველად დაიკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები