42 წლის აიდა ფილდი „ინსტაგრამზე“ ავრცელებს ვიდეოს, როგორ გადაპარსა თმა რობი უილიამსს. ვიდეოში აიდა ფანტასტიკურ ხასიათზე ჩანს, რასაც ვერ ვიტყვით რობიზე. მისი უკმაყოფილო სახე ფანების გაღიზიანების მიზეზი გახდა.
ვიდეოში აიდას ხელში თმის საპარსი მანქანა უკავია და შეჭრილ თმას რობის სახეში აყრის, 47 წლის მომღერალი და მისი მეუღლე საკუთარი სახლის აივანზე პოზირებენ.