LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა ადამიანს ერთი ნიღაბი 3-4 დღე უკეთია, ასეთი ნიღაბი ითვლება დაბინძურებულად და ის საშიშია – თემურ მიქელაძე

166
temurmiqeladze20119

კორონავირუსის მიმდინარეობასა და პრევენციაზე „ევრონიუსის“ ეთერში პედიატრმა თემურ მიქელაძემ ისაუბრა.

კორონავირუსი არის რესპირაციული ვირუსული ინფექცია და შესაბამისად, გახდა რესპირაციული პათოგენი. 18 წლამდე მოზარდებს ეს ინფექცია უფრო მარტივად გადააქვთ, ამაზე უამრავი თეორია არსებობს. მე რაც მქონდა შეხება და ეს იყო 100-მდე პაციენტი, უმრავლეს შემთხვევაში, 95-98%-ში, ეს ბავშვები მკურნალოდნენ ბინის პირობებში. უცხოეთში ყველა მკურნალობდა ბინაზე, საქართველოში დაახლოებთ 5 პაციენტი გადავიდა ჰოსპიტალში.

მრავალი მოსაზრება არსებობს პირბადეებთან დაკაშირებით, ძირითადად საუბარია, რომ 2 წლიდან ზევით ასაკის ბავშვებს შეუძლიათ ატარონ ნიღაბი, საუბარია სამედიცინო ნიღაბზე. ის, როგორც დიდებმა, ასე ბავშვებმა უნდა მოიხმარონ სწორად. სამწუხაროდ ჩვენთან არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს ერთი ნიღაბი 3-4 დღე ან 1 კვირა უკეთია, ესეთი ნიღაბი დაბინძურებულია და  საშიშია, ყველა სხვა ვირუსული ინფექციების გავრცელების კუთხითაც. თუ ბავშვს უკეთებთ ნიღაბს, მას უნდა ჰქონდეს მუდმივი მეთვალყურეობა.

რაც შეეხება სხვა ვირუსების თანხვედრას, გრიპი, როგორც მოგეხსენებათ, რესპირაციულ-ვირუსულ ინფექციებში, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადებაა. ის მწვავე ინფექციით მიმდინარეობს. კორონავირუსმაც შეიძინა მძიმედ მიმდინარე ვირუსული ინფექციის ხასიათი, თუმცა ახლა საქართველოში გავრცელებულია სხვა ვირუსული ინფექციებიც, როგორიცაა რინოვირუსული, ჩვეულებრივი კორონავირუსული ინფექცია, რომელიც მუდმივად ცირკულირებდა, პარაგრიპის ვირუსი, ადენოვირუსული ინფექცია და მათგან ძალიან ძნელია კორონავირუსის ინფექციის დიფერენცირება.

როცა ბავშვებზე ვსაუბრობთ, როგორ წესი, ისინი პირველწყაროები არ არიან. ბავშვის შემთხვევაში უნდა იყოს ინფიცირებული ან დედა, ან მომვლელი, ან ბებია, მასწავლებელი ან კლასელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g