LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“როცა ადვოკატი ამბობს, 3 შვილი ჰყავსო, მეორე მხარესაც შეხედოს”- ბრალდებული პოლიციელი პატიმრობაში რჩება

185
BeFunky-collage (7)

სამართალდამცველი, რომლის უმისამართო სროლასაც 50 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, პატიმრობაში რჩება.

დაცვის მხარემ დღევანდელ სხდომაზე სოსო გაბრიაძისათვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნა დააყენა, თუმცა მოსამართლემ ის არ დააკმაყოფილა. საქმის პროკურორი აცხადებს, რომ კორპუსების მიმართულებით გასროლა მკვლელობას რომ იწვევს, ეს ჩვეულებრივმა ადამიანმა იცის, მითუმეტეს, პოლიციელმა.

“ბრალდებულმა განაცხადა, რომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს აღიარებს, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, ბრალდების მხარეს მხოლოდ და მხოლოდ არ ეთანხმება ქმედების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით. ყველამ ვიცოდით, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს, საღამოს 9:00 დან დილის 6:00 საათამდე, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საცხოვრებელ სახლებში უტყუარად იმყოფებოდა. შესაბამისად, კორპუსების მიმართულებით გასროლა ადამიანის მკვლელობას რომ იწვევს, ეს ჩვეულებრივმა ადამიანმა იცის, მითუმეტეს იცის პოლიციელმა, რომელსაც შესაბამისი საცეცხლე მომზადება აქვს გავლილი და იცის გასროლას რა შედეგი მოჰყვება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მას გათვალიაწინებული ჰქონდა ის შედეგი, რაც მოჰყვებოდა მის მიერ გასროლილ ტყვიებს”, – განაცხადა კოტრიკაძემ.

მედიასთან კომენტარი გააკეთა ბრმა ტყვიით გარდაცვლილი თამარ ანთელავას სიძემ, თემო პირველაშვილმა.

“პროცესი ადვოკატებმა ისეთი დეტალებით გახსნეს, ცოტა ცუდი მოსასმენი იყო, მექანიკურ და ელემენტარულ შეცდომებზე საუბრობდნენ, ასეთ დროს ოჯახის მდგომარეობაც უნდა გაითვალისწინონ. მერე გირაო მოითხოვეს, ვეღარ გავძელი და გამოვედი პროცესიდან.

"ძალიან გვენატრები ყველას" – თიკა მახალდიანის დედის ტრაგიკული გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდა

მომღერალ თიკა მახალდიანის დედა, თამუნა ანთელავა, ერთ–ერთი პოლიციელის მიერ, თავისი სახლიდან ბრმად გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა

როცა ადვოკატი ამბობს, 3 შვილი ჰყავს, პოლიციაში ამდენი წელი მუშაობდაო, მაშინ მეორე მხარესაც შეხედოს. თუ გამოშვება უნდათ, გამოუშვან, უბრალოდ გამაღიზიანენებელია ეს ფაქტი. როცა ოჯახი მოდის და ამბობს, არანაირი პრობლემა არ გვაქვსო, მაშინ მის ადვოკატებს უთხრან, რომ ასეთი რაღაცები არ ილაპარაკონ.

გასაგებია, რომ ეს დანაშაული განზრახ არ ჩაუდენია, პირადად არ იცნობდა, მაგრამ 20 წელი პოლიციაში რომ მუშაობ, კარანტინის დროს გამოდიხარ და აზრადაც მოგივა გასროლა, ეს უკვე დანაშაულია. რაც შეეხება ჩვენ მოლოდინს, ზუსტად ვიცი გამოძიება სწორად წარიმართება და მიესჯება. წესით, თვითონაც ეს უნდა უნდოდეს, ამას სუფთა ადამიანური კუთხით ვუდგები, სხვა არაფერი მაინტერესებს. თუ თვითონ ვერ აცნობიერებს რა ჩაიდინა, რა გააკეთა, მაშინ ეს მისი პრობლემაა”, – განაცხადა პირველაშვილმა.

სროლა ნუცუბიძის ქუჩაზე აღდგომის დღეს, 19 აპრილს იყო. ტყვია მომღერალ თიკა მახალდიანის დედას თამარ ანთელავას საკუთარი სახლში მოხვდა. ის ოჯახის წევრების თვალწინ გარდაიცვალა.

“ჩემს თავს ვერ ვპატიობ…ძალიან ენატრებოდა შვილიშვილი, ისე გარდაიცვალა ვერ ვანახეთ” – თიკა მახალდიანი

გამოძიება იოსებ გაბრიაძის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას ჩადენილი არაპირდაპირი განზრახვით გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები