LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსი ხალხმა მოიპოვა და ხელისუფლება არაფერ შუაშია არაა, ამის საპასუხოდ ვიტყვი, რომ სწორედ ეს ხალხი ირჩევს ამ ხელისუფლებას“ – სოზარ სუბარი

133
სოზარ სუბარი

„როცა ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსი ხალხმა მოიპოვა და ხელისუფლება არაფერ შუაშია არაა, ამის საპასუხოდ ვიტყვი, რომ სწორედ ეს ხალხი ირჩევს ამ ხელისუფლებას“, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი აზრით, „გამორიცხულია, საქართველო გამოყენებული იყოს სანქციებისთვის გვერდის ასავლელად, მაგრამ პარალელურად, ისეთ სანქციებს, რომელიც ხალხს დააზარალებს და დააზიანებს ჩვენ არავის არ ვუწესებთ“:

„ოპოზიციის მომავალი არის გაჩერებულ ვაგონში, რომელიც ჩამორჩა ევროინტეგრაციის მატარებელს, ახლა ამ გაჩერებულ ვაგონში ცხოვრობს ოპოზიცია და ახალ ორთქლმავალს ელოდება, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს“ – გურამ მაჭარაშვილი

„ჩვენ ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში ვმუშაობდით ყველა რეკომენდაციაზე და ოპოზიცია პირიქით - ანგრევდა ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც ევროკავშირს ჰქონდა.“

„ხალხის ერთიანობა ისედაც კარგად ჩანს ყველა არჩევნებზე. როცა ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსი ხალხმა მოიპოვა და ხელისუფლება არაფერ შუაშია არაა, ამის საპასუხოდ ვიტყვი, რომ სწორედ ეს ხალხი ირჩევს ამ ხელისუფლებას,

ეს ხალხი აძლევს მანდატს ხელისუფლებას, რომლითაც ის მერე მოქმედებს, ევროკავშირში გაწევრიანებისთვისაც, ქვეყნისთვის ომის თავიდან არიდებისთვის, სანქციებთან დაკავშირებით მტკიცე და პრინციპული პოზიციით.

გამორიცხულია, საქართველო გამოყენებული იყოს სანქციებისთვის გვერდის ასავლელად, მაგრამ პარალელურად, ისეთ სანქციებს, რომელიც ხალხს დააზარალებს და დააზიანებს ჩვენ არავის არ ვუწესებთ.

თინა ბოკუჩავა: კანდიდატის სტატუსი არის შანსი ევროკავშირისგან, რომ ქართველმა ხალხმა 2024 წელს შეცვალოს ხელისუფლება და სახლში გაუშვას რუსული რეჟიმი

უცებ აღმოჩნდა, რომ ევროკავშირის წევრი და NATO-ში ახალი მიღებული ქვეყნის (ფინეთი) გავლით, რუსეთს 3500 სამხედრო დრონი მიეწოდა, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ იყენებენ.

უცებ აღმოჩნდა, რომ ათეულობით მაკომპლექტებელი ნაწილი არის ამერიკულ რაკეტებში, „კინჟალებში“ თუ სხვა იარაღებში, რომლითაც უკრაინას ბომბავენ და რომელიც აშშ-ში და დასავლეთის ქვეყნებში არის წარმოებული. მსგავს ვერაფერს ნახავენ საქართველოში.

„ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთისთვის არაფერი დაგვითმია – პირიქით, გვაქვს დიალოგი, იმისთვის რომ საქართველოს ინტერესებს ვემსახუროთ“ – დავითაშვილი

სამჯერ გაიზარდა რუსეთიდან ურანის ექსპორტი აშშ-ში. ნავთობი და გაზი ვითომ შემცირდა და ამ დროს პარალელური გზებით შედის. ყველამ კარგად იცის, რომ ეს რუსული გაზი და ნავთობია.

დასავლეთიდან შედის რაკეტების მაკომპლექტებელი, დრონები და დრონების მაკომპლექტებლები. ირანს ლამის ომის გამოუცხადეს, თურმე ირანი აწვდისო და უცებ აღმოჩნდა 3500 სამხედრო დრონი შესულია ფინეთიდან“. – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ვიდეო: „How Are You My Dear Friends?“ – გურამ მაჭარაშვილი ჟურნალისტებს

შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება 14 დეკემბერს მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g