გორის ფოტოგრაფთა კლუბის ხელმძღვანელმა ოთო გვრიტიშვილმა დრონით 4 დღის წინ დაკარგული მამაკაცი იპოვა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ,,ქართლის ამბები“ ავრცელებს.
„როცა დავინახე, იწვა, სულ მიკანკალებდა ხელები, სანამ გამოძრავდა. მერე ვნახეთ, რომ უკვე სულ შეშუპებული ქონდა სახე“, – უთხრა ,,ქართლის ამბებს“ ოთო გვრიტიშვილმა.
ალცჰაიმერით დაავადებული მამაკაცი მდინარე მეჯუდის სანაპიროზე, გორიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ნახა.
„მთელი დღე დრონით წინ და უკან დარბოდა, დატენიდა სამ ელემენტს და გადიოდა ისევ საძებნად“,- ამბობს ფოტოგრაფთა კლუბის კიდევ ერთი წევრი ნიკა სომხიშვილი.
სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა მამაკაცი უკვე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს