მომღერალი ვაჩე ღვინიაშვილი დიდ ბებიასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს. როგორც ვაჩე წერს, „როცა ერთი სული მიდის, მეორე მოდის და ყოველ ზამთარს, გაზაფხული მოსდევს“.
ვაჩეს თქმით, სიცოცხლის ბოლო წლებში დიდი ბებია ზოგიერთ ადამიანს ვეღარ ცნობდა, თუმცა, ვაჩე ყოველთვის ახსოვდა.
„💘ძალიან კარგად ჯდება ამ სიტუაციაში ჩემი საყვარელი ფრაზა, ყოველ ზამთარს გაზაფხული მოსდევს. გული ამიჩუყდა, მაგრამ ვაცნობიერებ, რომ როცა ერთი სული მიდის, მეორე მოდის 💘 ძალიან მიყვარდა და ახლაც მიყვარს 💘 მას მაყვალი ერქვა და მაყვალივით ტკბილი იყო 💘 კი ძაან ეგოისტობა გამომდის, მაგრამ ბოლო წლებში, როცა ზოგი ადამიანი აღარ ახსოვდა, მე მუდამ ვახსოვდი 💘 მეც სულ, სულ მემახსოვრება. ის დიდი ბებო იყო ჩემთვის და ის დიდი გულის ადამიანიც იყო 💘❄️ყოველ ზამთარს გაზაფხული მოსდევს 🌸“, – წერს ვაჩე ღვინიაშვილი.