ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე ჩვენებას ბრალდებულის ძმა, თენგიზ ბასილაშვილი აძლევს. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მდინარეობს.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმის განცხადებით, ნიკოლოზმა 2017 წლიდან დაიწყო გაშორებაზე საუბრარი, თუმცა მისი ინფორმაციით, თანაცხოვრების და ქორწინების პერიოდში, მის ძმას მეუღლისთვის არ უღალატია.
„ნელი მანამდე არასდროს არ იყო საზღვარგარეთ ნამყოფი, ვიზაზე ჰქონდა განაცხადი შეტანილი, ქორწინებიდან 3 თვეში წავიდნენ საზღვარგარეთ. წყვილს ჩემი სახლი დავუთმე პლეხანოვზე. ნიკას მის მიმართ არანაირ აკრძალვა არ ჰქონდა. ჩემი აზრით, ნეკამ აირჩია ნიკასთან ერთად ტურნირებზე სიარული. ნიკოლოზმა 2017 წლიდან დაიწყო განშორებაზე ლაპარაკი.
მე მითხრა ნიკამ – ნელი მემუქრება, სასამართლოში წაგიყვანთ, გიჩივლებთო.
თანაცხოვრების შეწყვეტას წინ უძღოდა ნელის ეჭვიანობა.
2018 წლის 28 აგვისტოს დამირეკა ნეკამ დილის ცხრის ნახევარზე და მითხრა, რომ ნიკოლოზს ვერ პოულობდა, რომ არ იცოდა, სად იყო და დაიწყო, რომ ღალატობს და ა.შ. როცა ისინი იყვნენ ქორწინებაში, ჩემი ინფორმაციით, ნიკას არასდროს უღალატია ნეკასთვის.
აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებოდა – სასამართლოში წაგიყვან, დაგაჩოქებ. როდესაც ნეკა იწყებდა კამათს, პროვოკაციას – ნიკა დგებოდა და გადიოდა, ეროდებოდა გამწვავებას“, – თქვა თენგიზ ბასილაშვილმა პროცესზე.
მან ასევე ისაუბრა, თუ რა ქონება მიიღო დოროყაშვილმა ბასილაშვილისგან.
“გოგებაშვილის ქუჩაზე არსებული კომერციული ფართი გადასცა, შვილს მცხეთის ქუჩაზე სახლი და 100 000 დოლარი. ნელის ახალი “იქს 5″ აჩუქა, ისეთი როგორიც უნდოდა, სახლთან მიუყვანა, მერე ვინ გაყიდა, არ ვიცი”,- განაცხადა ბასილაშვილის ძმამ.
შეგახსენებთ, პროცესს ესწრება როგორც ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი, ასევე დაზარალებული ნელი დოროყაშვილი.
სხდომის დაწყებამდე ნიკოლოზ ბასილაშვილმა აღნიშნა, რომ ის უდანაშაულოა, ვრცელ კომენტარს კი საქმის დასრულების შემდეგ გააკეთებს.
ნელი დოროყაშვილმა კი აღნიშნა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახის წევრები ფაქტობრივ უზუსტობებზე საუბრობენ, რომ ის რამენაირად “გამოაძვრინონ”.
იხილეთ ვრცლად: