ყველაზე ორიგინალურად კურტ რასელს 64 წლის იუბილე მეუღლის, გოლდი ჰოუნის ქალიშვილმა, მსახიობმა ქეით ჰადსონმა მიულოცა. ჰადსონი პირველი იყო, ვინც სოციალურ ქსელში მამინაცვალს ემოციური პოსტი მიუძღვა:
„ვულოცავ დაბადების დღეს ყველაზე ძლიერ, სანდო, საყვარელ და მხიარულ მამას მსოფლიოში. ამ კაცმა ოჯახი ცხოვრების პრიორიტეტად აქცია. მას არასოდეს გამოუტოვებია ჩვენი სასკოლო სპექტაკლები, საფეხბურთო მატჩები და ცეკვები. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დაკავებული იყო ის, მას ყოველთვის ჰქოდნა დრო ჩევენთვის. იმიტომ არა, რომ ეს წესია, არამედ იმიტომ, რომ მისთვის არაფერია ოჯახზე უფრო ძვირფასი. ჩვენ ვგრძნობიდით შენს სიყვარულს ღრმა ბავშვობიდან და ჩემი სიყვარული შენდამი შეუფასებელია. დაბადების დღეს გილოცავ მამა“, -დაწერა ქეით ჰადსონმა და კურტ რასელთან ერთად გადაღებული ემოციური ფოტოც გამოაქვეყნა. მალევე ამ მილოცვას ქეითის ძმა, ოლივერ ჰადსონიც შეუერთდა.
შეგახსენებთ, რომ კურტ რასელისა და გოლდი ჰოუნის ურთიერთობა 1993 წელს დაიწყო. საერთო ქორწინებიდან წყვილს ვაჟი ჰყავს, რომელიც ახლა 28 წლისაა. ქეითი და ოლივერი კი გოლდი ჰოუნს პირველი ქორწინებიდან ჰყავს. მათი მამა ბილი ჰადსონია, რომელსას და-ძმა არ ეკონტაქტება.