LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა მილიონერების ქალიშვილი ხარ – კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის 12 წლის შვილის გრანდიოზული შოპინგი, თინეიჯერებს თავად ალექსანდერ ვანგი დახვდა

617
page

კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის 12 წლის ქალიშვილმა, ნორდ უესტმა ვალენტინობის დღე მეგობრებთან ერთად, გრანდიოზული შოპინგით აღნიშნა.

„გოგონების დღე“ ნიუ-იორკში გაიმართა. თინეიჯერები ერთმანეთს ფერადი, ერთმანეთთან შეხამებული პარიკებით შეხვდნენ.

ისინი მანჰეტენზე, სოჰოს უბანში მდებარე Alexander Wang-ის ფლაგმანურ ბუტიკს ესტუმრნენ, სადაც მათ თავად დიზაინერი, ალექსანდერ ვანგი დახვდა. ვანგი სიამოვნებით უწევდა მასპინძლობას გოგონებს და აქტიურად ეხმარებოდა მათ ჩანთების არჩევაში.

მან ნორდს პირადად გადასცა ლითონის დეტალებით გაფორმებული ტყავის ჩანთა, რამაც ის აშკარად აღაფრთოვანა.

შოპინგისთვის ნორდმა Balenciaga-ს „ოვერსაიზ“ შავი მაისური აირჩია.

„ნუთუ ეს გოგო 12 წლისაა?!“ – კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის ქალიშვილი ახალი ფოტოების გამო კვლავ კრიტიკის სამიზნე გახდა

„ბალენსიაგას“ შორტები და უზარმაზარი სათვალე – კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის ქალიშვილი მეგობართან ერთად

„ვის სურს, რომ მათი 12 წლის შვილი ასე გამოიყურებოდეს?“ – კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის ქალიშვილის კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები