LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა მითხრეს რამოდენიმე საათი დარჩა კარინასო არ მჯეროდა. ეხლაც არ მჯერა… ქეითი მეუბნება დედიკო მენატრებაო. დადის მოწყენილი, ყველა მოქმედებაში დედას ეძებს – კარინა გრიგორიანის მეუღლე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

4081
151920949-892700774899607-6824116661287920703-n

კარინა გრიგორიანის მეუღლე დავით ახვლედიანი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს. როგორც დავითი წერს, მაშინ, როდესაც ექიმმა დაურეკა და შეატყობინა, რომ კარინას რამდენიმე საათის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი, ვერ დაიჯერა და დღესაც ვერ იჯერებს ამ ფაქტს.

დავით ახვლედიანი წერს, რომ „ბავშვს დედა ძალიან ენატრება, ისეთი ლაღი აღარ არის როგორიც იყო და ყველა მოქმედებაში ეტყობა, რომ დედას ეძებს“.

„დღეს ერთი წელი გავიდა რაც ბამბინ ჯეზუში ვართ, როგორ იმედიანად წამოვედით და ეს იმედი გაამართლეს იტალიელმა ექიმებმა, მაგრამ გამოგვაკლდა უმთავრესი კარინა, დედა რომელიც არის ჩემთვის დედობის მაგალითი, ბავშვისთვის ერთხელაც არ აუწევია ხმას, სიტყვები არ არსებობს კარინას დედობა რომ გადმოვცე როგორი დედა იყო, ძაალიან რთულია ეს მომენტი რადგან ყოველ დღე ქეითი მეუბნება დედიკო მენატრებაო, არ ვიცი რა ვუპასუხო. ისეთი ლაღი აღარ არის როგორიც იყო რაღაცნაირად დადის დავრდომილი მოწყენილი, ყველა მოქმედებაში ეტყობა რომ დედას ეძებს. ამდენი პრობლემის შემდეგ ეს არ უნდა მომხდარიყო, ექიმმა როცა დარეკა და მითხრა რამდენიმე საათი დარჩა კარინასო ბოლომდე არ მჯეროდა, რადგან ესეთ უსამართლობას ვერც კი წარმოვიდგენდი. ეხლაც არ მჯერა რომ ეს ხდება ჩვენს თავს. მგონია რომ გავა დრო და დაგვიბრუნდება, არ იღებს ქვეცნობიერი ამ რეალობას და რა გავაკეთო“, – წერს დავით ახვლედიანი.

“ვიცი, რომ ბევრი გულშემატკივრობდით, ბევრს გიყვარდათ, მიუხედავად ყველა მცდელობისა, დავმარცხდით” – კარინა გრიგორიანი, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, გარდაიცვალა

“შვილი გადაარჩინა, თავად კი… რა ბედნიერი იქნება ქეითი წლების მერე, ჯანმრთელი, გაზრდილი, კარინას პოსტებს რომ წაიკითხავს და შეიტყობს რა სასწაული დედა ჰყავდა”

“ასე დამიტოვა გული კარინამ და ჩემი გულის ნაწილი წაიღო” – რას წერს ირინა სარიშვილი კარინა გრიგორიანზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g