ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის ვაჟს, სემს 12 წელი შეუსრულდა. ამ დღეს მას ორივე მშობელმა მიაკითხა. პაპარაცებმა ბენი და ჯენიფერი სკოლასთან თბილად მოსაუბრენი დააფიქსირეს. ბენი ექს-მეუღლის ხუმრობებზე გულიანად იცინოდა.
ორივე მათგანი ყოველდღიურ ტანისამოსში იყო გამოწყობილი. გარნერს ხელში ყვავილი ეჭირა.
ახლახან ცნობილი გახდა, რომ ექს-მეუღლეებმა, რომლებსაც მრავალწლიანი ქორწინება აკავშირებთ, შესაძლოა კინოპროექტში ერთად მიიღონ მონაწილეობა, სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ბენ აფლეკი ვალენტინობაზე ჯენიფერ გარნერს შეხვდა
ჯენიფერების დისტანცია – პაპარაცებმა ჯეი ლო და ჯენიფერ გარნერი ერთად პირველად გადაიღეს
„იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის“ – „ბენიფერი 2“-ის ფოტოები ინტერნეტსივრცეში დიდ ვნებათაღელვას იწვევს