LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,როცა სცენაზე გავდივარ ვღელავ, მაგრამ მერე ვმშვიდდები” – ,,ნიჭიერის” მონაწილე ტასი ჟოუ

259
tasijou

ყოველ სამშაბათს, 22:00 საათზე  „რუსთავი 2“- ის ეთერში,  პროექტის  „ნიჭიერი“ მეათე საიუბილეო სეზონი მიმდინარეობს, ყოველ ხუთშაბათს 17:00 საათზე კი რადიო „არ დაიდარდო, ნიჭიერის მონაწილეებს მასპინძლობს. გადაცემის სტუმარია “ნიჭიერის” მონაწილე ტასი ჟოუ, ჰიპ-ჰოპის ყველაზე პატარა მოცეკვავე.

 –ტასი, შენ 8 წლის ხარ. რა ასაკიდან ცეკვავ?

-ერთი წლის ასაკიდან ვცეკვავ და მაშინაც ჰიპჰოპს ვცეკვავდი.(იცინის)

 -ანუ საირული დაიწყე თუ არა აცეკვდი?

-დიახ, ასეა.

 -რასაკვირველია ცეკვაზე დადიხარ, ხომ?

-ერთი წელია დავდივარ ანი ჯავახთან, ერთი წელია პროფესიონალურად ვემზადები.

 -როდის გადაწყვიტე, რომ „ნიჭიერში“ წასულიყავი?

-სულ ვუყურებდი „ნიჭიერს” და სულ მინდოდა გამოსვლა, შემდეგ დედიკოს ვუთხარი და დამთანხმდა. ასე მოვხვდი „ნიჭიერში“. როცა სცენაზე გავდივარ ვღელავ, მაგრამ მერე ვმშვიდდები.

 -შენს მეგობრებს მოეწონებოდათ შენი ცეკვა…

-დიახ, ძალიან მოეწონათ.

 –ტასი, შემდეგი გამოსვლისთვის როგორ ემზადები?

-ძალიან ვემზადები და იმედია ყველას ძალიან მოეწონება.

-რას აპირებ „ნიჭიერის“ დასრულების შემდეგ?

-მინდა, რომ ცეკვა ჩემი პროფესია გახდეს.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ანა ჟოუ. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g