LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა შიშს ვერ ვერევით – მარინა კაჭარავა გავრცელებული ფობიების შესახებ

1844
kacharava

ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა „აზროვნების აკადემიაში“ საუბრობს იმის შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი შიშების მართვა:

“შიში კარგი ემოციაა, არაა ცუდი ემოცია. საჭიროა იმ ოთხი ძირითადი ემოციიდან, რაც ადამიანს აქვს და ბავშვობიდან მოჰყვება. შიში არის სასიგნალო, მაკონტროლებელი, როდესაც ცეცხლის მეშინია, ხელს არ შევყოფ, ანუ მე შიში მაკონტროლებს. თუ ცოტა მეშინია, ეს მე ფორმაში მამყოფებს. თუ შიში შკალას ცდება, ეს ჩემი ქცევის დეზორგანიზაციას იწვევს. მე ვეღარ ვახერხებ ვერაფერს, არაფრის კეთება აღარ შემიძლია. ლაპარაკი პანიკურ შეტევებზე ადამიანს იმდენად თრგუნავს, რომ ის მარტო ქუჩაში ვეღარ გადის. იმიტომ, რომ არ იცის, როდის მოუვა, ან სად მოუვა ეს შეტევა. ამ ფობიურ შფოთვით აშლილობებში ძალიან დიდი ბლოკია აგორაფობია, გაშლილი სივრცის შიში. ეს გახლავთ მდგომარეობა, როდესაც  ადამიანს არა მარტო გაშლილი, არამედ დახურული სივრცის, მიტინგების, მაღაზიების, ტრანსპორტში ასვლის შიშები  აქვს. ესეც მისი ქცევის დეზორგანიზაციას იწვევს. შიშს აქვს თვისება, თუ ერთ რამე არ გაუმკლავდები, ის სპირალივით იხვევა და გახრჩობს. თუ თვითმფრინავის შიში გაქვს და ამას მიაყურადებ, არ ჩაჯდები თვითმფრინავში. მერე ეს შიში ტრანსფორმირდება და გადადის ლიფტის შიშში და ბოლოს, გარეთ გასვლის შიშიც ჩნდება. თუ ადამიანმა ამას თავის დროზე არ მიხედა, ეს ძალიან უკან წევს ადამიანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები