LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა თვეში 24 ბოთლს სვამ, შემოქმედება მერე აღარსად აღარ არის“ – რატომ თქვა უარი თამადამ ალკოჰოლზე

1046
ფორტუნა (14)

გადაცემა „ნიკოლოზის კითხვების“ სტუმარი მომღერალი თამადა, ლაშა ჩხაპელია იყო. თამადამ გულახდილად ისაუბრა მისი ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდზე.

წამყვანის კითხვაზე, ნაბახუსევი ხშირად არის თუ არა, თამადა პასუხობს:

„რაც ასაკი მემატება, ვცდილობ არ დავლიო ალკოჰოლი, რომ ნაბახუსევი არ ვიყო“, – ამბობს თამადა.

მან ასევე აღნიშნა რომ სცენაზე ყოველთვის ნასვამი გადიოდა.

„ბოლო სამი  წელია, ფხიზელი სცენაზე არასდროს გავსულვარ. საშინელებები მითქვამს სცენაზე. ვერ გამიკონტროლებია თავი იუმორში. მთვრალი რომ ხარ და ღრიალებ და ყროყინებ, გგონია, რომ კარგად მღერი. კონტროლის ქვეშ ნაკლებად გაქვს მუსიკა. ხალხს მოსწონდა პანკური სული, „ღიპგადმოგდებული ძმა“, რომ გლოცავს. ჩანაწერებს არ ვუყურებდი. იმ მომენტში მაგარ განცხრომაში ვიყავი. ასეთი სიამოვნება არაფრისგან არ მიმიღია. ბევრი ცუდი დამიშვია სცენაზე. უკანალის ჩვენება, ჩახტომა, ვიღაც ხალხის ამოყვანა და არცთუ ისე კარგად მოქცევა.

ბევრი წელი ჩალიჩობ, რომ წარმატებას მიაღწიო და მერე უცებ მთელ დარბაზს ყიდი და ეს ნერვული შეტევა მქონდა, ჩაცლილი დიდი ბოთლი რომით.  ეს იყო უდიდესი დემონური სიამოვნება.

მერე უკვე ჩემმა თავმაც მითხრა, რომ ასე „ვერ გავქაჩავ“. ბევრმა საყვარელმა ადამიანმა, მათ შორის მომღერლებმა პირად საუბრებში მითხრეს, დაანებე თავი ალკოჰოლს, ყველას ეს შეცდომა მოგვივიდა, შეგიწირავსო.

როცა თვეში 24 ბოთლს სვამ, შემოქმედება მერე აღარსად აღარ არის. მივხვდი, რომ ეს პერიოდი უნდა დამემთავრებინა..

ბევრს უთქვამს, ის ენერგია აღარ მოდის შენგანო. მაგრამ წამოვა, ჯერ ახლა დავიწყე ახალი პერიოდი“. – ამბობს თამადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები