კახა ბენდუქიძის შვილი, ანასტასია ბენდუქიძე საზოგადოებამ მამის გარდაცვალების შემდეგ გაიცნო.
ახლა ანასტასია მამის მიერ დაარსებული „თავისუფალი უნივერსიტეტის” თანადამფუძნებელი და „ცოდნის ფონდის” დირექტორია.
ანასტასია ბენდუქიძე ბლიც-კითხვებს Forbes Woman Georgia-სთან ინტერვიუში პასუხობს და ამბობს, რომ მისთვის ცხოვრების მთავარი მიზანი ბედნიერებაა:
გთავაზობთ ინტერვიუს მოკლე ამონარიდს.
ყავა შაქრით, თუ უშაქროდ?
შაქრით, ყავა უნდა იყოს ისეთი ტკბილი, როგორც კოცნა, ჩემ შემთხვევაში ჩემი მეუღლის კოცნა.
ყველაზე უცნაური იდეა, რაც თავში მოგვსვლია.
მინდა, რომ თავიდან ვისწავლო ქართული ენა.
მიზანი, რომელსაც აუცილებლად მიაღწევ.
მიზანი, რომელსაც აუცილებლად მივაღწევ, ბედნიერებაა. მგონია, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. როცა ვხედავ ჩემს შვილს, არ ვუყურებ, რამდენ ენაზე საუბრობს, ან რა ნიშნები აქვს სკოლაში, უბრალოდ, მინდა, რომ იყოს ბედნიერი და ეს არის ცხოვრების მიზანი.
“ჩემი შვილი კახას გარდაცვალების დღეს დაიბადა” – ანასტასია ბენდუქიძე
ვიდეო: „როგორ ჰგავს მამას“ – ანასტასტია ბენდუქიძე მამის ასლია