LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“როდესაც ბრუნდები და აანალიზებ, მა­შინ უფროა ში­შის გრძნო­ბა… სიცოცხლის გადარჩენა მეტი საგმირო საქმეებისკენ გიბიძგებს” – რას ამბობდა წლების წინ მფრინავი ზაზა ლორია, რომელიც სხვების დასახმარებლად უკანასკნელად გუდაურში გაფრინდა 

489
ზაზალორია

გუდაურში დატრიალებულ ტრაგედიას მფრინავი ზაზა ლორია ემსხვერპლა. მას 35 წლიანი გამოცდილება ჰქონდა.

როგორც თავად “იმე­დის გმი­რებ­ში” მასზე მომზადებულ სიუჟეტში ამბობდა, ფრენით ერთხელ დაავადდი, ვეღარ განიკურნები, ხოლო ადამიანების გადარჩენა კიდევ უფრო მეტ სტიმულს აძლევს მფრინავს.

“შიშის გრძნობა არ გეუფლება როდესაც დაფრინავ, როდესაც მიდიხარ დავალებაზე. როდესაც ბრუნდები და აანალიზებ, სად იყავი, რა გააკეთე, როგორ არის, მა­შინ უფრო არის ში­შის გრძნო­ბა, ვიდ­რე ფრე­ნის და და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს.

ასეთი გამონათქვამიც არის ერთხელ თუ დაავადდი ამ პროფესიით, ვეღარ განიკურნები, მთელი ცხოვრების მანძილზე ყოველთვის გინდა ჰაერში იყო და იფრინო. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა მფრინაობა, ძალიან საამაყო პროფესიაა, ალბათ ყველაზე უფრო დიდი გრძნობა გეუფლება, როდესაც სამაშველო ოპერაციას ატარებ, ადამიანებს ეხმარები, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა – ეს უფრო დიდ სტიმულს აძლევს მფრინავს და კიდევ და კიდევ მეტი საგმირო საქმეებისკენ გიბიძგებს” – ამბობდა ზაზა ლორია და მყინვარწვერზე რთული სამაშველო ოპერაციაც გაიხსენა.

“დამირეკა 1 საათში უნდა ჩამოვფრინდე და დამხვდიო, არა მხოლოდ ჩემს ქმარს ვტირი… შვებულებაში იყო, მაგრამ მისთვის შვებულებაც არ არსებობდა” – გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული მფრინავის მეუღლის პირველი კომენტარი

“სა­ერ­თოდ, ვერ­ტმფრენს უკ­ნი­დან როცა უბე­რავს ქარი, ეს ძა­ლი­ან ცუ­დია, ყო­ველ­თვის შევ­დი­ვართ წინა მხრი­დან რო­დე­საც გვი­ბე­რავს ქარი, მაგ­რამ მთებ­ში ქარი ძა­ლი­ან ხში­რად იც­ვლე­ბა და აი, დაჯ­დო­მის მო­მენ­ტში შე­იც­ვა­ლა ქარი და ვერ­ტმფრენ­მა და­ი­წყო ვარ­დნა. ერთი რაც მოვასწარით, წამების ამბავი იყო, შემოგვეტრიალებინა ვერტმფრენი და გადაგვეგდო ხეობაში, მოგვცა იმ წამება საშუალება რომ გამოვმძვრალიყავით და წამოვსულიყავით. ასეთ დროს ალბათ არ ფიქრობ რომ პასუხისმგებლობა გაქვს, ხარ თავჩახრილი და მექანიკურად მოქმედებ რომ გადაარჩინო ვერტმფრენი და გამოიყვანო ამ რთული მდგომარეობიდან”- იხსენებდა მფრინავი ორი წლის წინ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g