როდესაც თავად ივანიშვილი ამბობს, რომ – ეს მაინც ჩემი პირადი პრობლემებია და მოდით, ამაზე მე თვითონ ვიზრუნებ და თქვენ თავს არ მოგახვევთო, ეს გარკვეულწილად ჩვენ უფრო მეტ სიმშვიდეს გვძენს – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ბიძინა ივანიშვილის წერილზე საუბრისას განაცხადა, სადაც საუბარია ივანიშვილისა და შვეიცარიული ბანკის ურთიერთობაზე.
“ეს წერილი ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია იმითაც, რომ რასაკვირველია, ჩვენ როდესაც შვეიცარიული ბანკის ამბავს ტელევიზიით ვიგებთ და რა თქმა უნდა, მივესალმებით, რომ სასამართლო დავაში ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის სიმართლე დოკუმენტურად მტკიცდება და ეს სიმართლე მარტო სიმართლედ კი არ რჩება, არამედ, სასამართლო წესით მყარდება, ეს გვიხარია. მაგრამ, როდესაც თავად ივანიშვილი ამბობს, რომ – ეს მაინც ჩემი პირადი პრობლემებია და მოდით, ამაზე მე თვითონ ვიზრუნებ და თქვენ თავს არ მოგახვევთო, ეს გარკვეულწილად ჩვენ უფრო მეტ სიმშვიდეს გვძენს, რომ პრობლემები არის, ფაქტია, მაგრამ თავად ის, ვისაც ეს პრობლემები ეხება, ცდილობს, რომ მორიგ ჯერზე გაარიდოს ეს პრობლემები საკუთარ ქვეყანას”, – ამბობს წულუკიანი “იმედის” ეთერში.
