„როდესაც სახლებში გვივარდებიან, სახლებთან გვისაფრდებიან, მშობლებს ურეკავენ და აგინებენ და შვილებს ცემენ, არის ერთადერთი გამოსავალი, რუსთაველი ვაქციოთ ჩვენს სახლად“, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია წერს სოციალურ ქსელში, რითაც ბოლო დღეებში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებს ეხმაურება.
დიმიტრი ჩიქოვანს საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ
„შემდეგ კვირაში რუსული კანონის მესამე მოსმენაა. ერთად უნდა ვუთხრათ „არა“, არა მხოლოდ რუსულ კანონს, არამედ რუსულ ხელისუფლებას და მის ძალმომრეობას!
საქართველო არაა ქვეყანა, რომელსაც შიშით დაიმორჩილებ.
,,ბევრი მირტყამდა… ბეისბოლის ,,ბიტებივით" ჰქონდათ" – ზურა ჯაფარიძის ძმა აცხადებს, რომ სცემეს
,,გირჩი-მეტი თავისუფლებას" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მის ძმას, გია ჯაფარიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
11 მაისს უნდა გამოვიდეთ ძალიან, ძალიან ბევრნი, გაიმართება მსვლელობა 4 ლოკაციიდან ევროპის მოედნისკენ.
12 მაისს კი 22:00 საათიდან პარლამენტთან უნდა გამოვიდეთ და გავათენოთ ღამე საქართველოსთვის. ჩვენ გვაქვს ერთადერთი იარაღი, ვიდგეთ ერთად ძალიან ბევრნი და მტკიცედ, გამარჯვებამდე!
მელია კალაძეს: „წამოიღეთ ეგ ბანერები და მოდით, საწვიმარსა და აირწინაღს ადგილზე დაგახვედრებენ…“
შევხვდებით ჯერ 11 მაისს, მეტრო 300 არაგველთან, 19:00 საათზე და მარშით მივალთ ევროპის მოედანზე, პარტია „ახალი“ იდგება 300 არაგველთან, სხვები სხვა ლოკაციებზე“, – წერს ნიკა მელია.
შსს: „აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით 6 პირი დავაკავეთ“