LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“როდესაც სამაშველო სამსახურს დავურეკეთ, ეგონათ, რომ ვხუმრობდით”- კოალა, რომელმაც გადაწყვიტა საშობაო ნაძვის ხის ფერია გამხდარიყო

189
coala-na-arvore-de-Natal

ცნობისმოყვარე, უწყინარი და კაცთმოყვარე – კიდევ ერთხელ ამართლებს ასეთ დახასიათებას ეს პატარა კოალა, რომელიც ავსტრალიაში, ერთ-ერთ სახლს ესტუმრა, შიგნით შეიპარა და საშობაოდ მორთულ ნაძვის ხეზე აძვრა.

“შეხედეთ, როგორი საყვარელია. როდესაც სამაშველო სამსახურს დავურეკეთ, მათ ეგონათ, რომ ვხუმრობდით”, – ამ ტექსტით აქვეყნებს ვიდეოს სოციალურ ქსელში ამანდა მაკკორმიკი, რომელსაც, სახლში მისულს, ნაძვის ხეზე უჩვეულო სტუმარი დახვდა.

კოალების სახლში სტუმრობა ავსტრალიაში არავის უკვირს, მაგრამ საშობაო ნაძვის ხის მორთულობად გადაქცეული ეს პატარა არსება, მართლაც, უჩვეულო სანახავია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g