დასავლეთმა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის დიალოგს, – ასე ეხმაურება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი თანაშემწე, პენსილვანიის უნივერსიტეტში ბაიდენის სახელობის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრის დირექტორი, მაიკლ კარპენტერი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.
“როდესაც საქმე ეხება საქართველოს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ერთობლივად უნდა დაუჭირონ მხარი დიალოგს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებული დაძაბულობის დეესკალაციისთვის”, – წერს კარპენტერი.
When it comes to the Republic of Georgia, the US and EU should together support dialogue between government and opposition leaders to de-escalate current tensions.
— Michael Carpenter (@mikercarpenter) March 3, 2021
ცნობისთვის, ოპოზიციამ აქციის ფორმატი გუშინ შეცვალა და კანცელარიის შენობის პიკეტირება გადაიფიქრა. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას მხარდასაჭერად დღეს რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებამდე საავტომობილო მსვლელობა იგეგმება.