ლეგენდარულ მსახიობს, ენტონი ჰოპკინსს მუსიკის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, ის ფორტეპიანოზე ბრწყინვალედ უკრავს, მღერის და ცეკვაც ძალიან უყვარს. 85 წლის კინო ლეგენდა სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ურიცხვ გამომწერს ხშირად ანებივრებს პერფორმანსებით.
ამჯერად ჰოპკინსმა ვიდეო გაავრცელა, რომელშიც როიალზე უკრავს. როგორც ირკვევა, მან არაჩვეულებრივი პერფორმანსი სასტუმროს ფოიეში დადგა.
„როდესაც სასტუმროს ცარიელი ფოიე იდეალური ადგილია“, – ასე დაასათაურა ვიდეო ენტონიმ.
ცნობისთვის, ოსკაროსანი მსახიობი მორიგ მასშტაბურ კინოპროექტზე მუშაობს. ამჯერად „ჰანიბალის“ ვარსკვლავი ლეგენდარული ფსიქოლოგის, ზიგმუნდ ფროიდის როლს მოირგებს. გადაღებები ირლანდიაში უკვე დაიწყო.