LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც სიცხის დამწევი არ მოქმედებს – 7 რჩევა პედიატრ კომაროვსკისგან

16316

ექიმი ევგენი კომაროვსკი საკუთარ საიტზე რეკომენდაციებს აქვეყნებს, როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, როდესაც სიცხის დამწევი პრეპარატების გამოყენების შემდეგ, ტემპერატურა არ იკლებს.

ქიმი-პედიატრი 7 მარტივ რეკომენდაციას იძლევა, რომელიც ყველა მშობელს დაეხმარება.

  1. გავიაზროთ, რას ნიშნავს, არ შველის წამალი. თუ წამლის მიღების შემდეგ ტემპერატურამ ნახევარი გრადუსით მაინც დაიკლო, ესე იგი წამალი მოქმედებს.
  2. დაიცავით ტეპერატურის სწორი პარამეტრები. ოთახში ჰაერის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 22 გრადუსს. ოპტიმალურია 17-18 გრადუსი.
  3. წამლის მიღების შემდეგ ბავშვი იწყებს ოფლიანობას, იწყება სითხის გამოდევნის პროცესი. თუ ორგანიზმი სითხისგან დაცლილია, წამალი არ იმოქმედებს. რაც შეიძლება ბევრი სითხე, ესაა ჩემი უმკაცრესი რეკომენდაცია.
  4. მნიშვნელოვანია ბავშვს ეცვას სწორად. 39 გარდუსი სიცხის შემთხვევაში მას მთლიანად არ უნდა გახადოთ. მან კარგად უნდა ისუნთქოს, მაგრამ არ უნდა შესცივდეს. თუ მას სცივა, ესეიგი მას აქვს კუნთების სპაზმი და სითბოს გამოყოფა არ შეუძლია.
  5. სწორად შერჩეული წამალი. ეს შესაძლოა იყოს პარაცეტამოლი ან იბუპროფენი. სამწუხაროდ ჩვენ ფალსიფიცირებული წამლების ეპოქაში ვცხოვრობთ. წამალი მხოლოდ აფთიაქში უნდა იყოს შეძენილი.
  6. მნიშვნელოვანია წამლის დოზირება. ის გამოითვლება არა ასაკით, არამედ ბავშის წონით. არ აქვს მნიშვნელობა, რა წერია ფლაკონზე, ყველა ბავშვის შემთხვევა ინდივიდუალურია და დოზა უნდა განსაზღვროს ექიმმა.
  7. სწორად წამლის მიცემა. დაიმახსოვრეთ, რაც უფრო მაღალია სხეულის ტემპერატურა, მით უფრო ეფექტურია ეგრეთ წოდებული დასალევი მედიკამეტები, სიროფები და ტაბლეტები და არა სანთლები.

თუ ამას ყველაფერს აკეთებთ და ტემპერატურა არ იკლებს, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g