LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც სიტყვებიც ზედმეტია! მადლობა ამ სიკეთისთვის და გვერდში დგომისთვის“ – აშშ-ში დათი ქოქრაშვილის მხარდამჭერი საქველმოქმედო საღამო გაიმართება

1290
დათი ქოქრაშვილი

თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დათი ქოქრაშვილის მხარდასაჭერად, 8 სექტემბერს, აშშ-ში, ბრუკლინში მდებარე Irina Dance Academy-ში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.

ვიდეო: „როგორც თვითონ გააჟღერა, ახალი სუპერგმირი გვყავს ოჯახში…„Flying Burrito” – დათის დედა ემოციურ კადრებს გვიზიარებს

საქველმოქმედო საღამოს შესახებ ვიდეომიმართვას Irina Dance Academy სოციალურ ქსელში ავრცელებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, დათი ქოქრაშვილს გვერდში დაუდგეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი გვერდით დგომა, მეგობრებო, დავდგეთ ჩვენი სუპერგმირის გვერდით.

კონცერტზე გამოვლენ აშშ-ში მოღვაწე მომღერლები და მუსიკოსები. დათისთვის ყოველი ჩვენთაგანის გვერდით დგომა ძალიან მნიშვნელოვანია“, – წერია მიმართვაში.

აღნიშნულ ინფორმაციას სამადლობელი სტატუსით ასევე სოციალურ ქსელში ეხმიანება დათი ქოქრაშვილის მამა:

„როდესაც სიტყვებიც ზედმეტია. მადლობა ამ სიკეთისათვის, მადლობა ასე გვერდში დგომისთვის“, – წერს ირაკლი ქოქრაშვილი.

როდესაც სიტყვებიც ზედმეტია 🙏❤️ მადლობა ამ სიკეთისათვის, მადლობა ესე გვერდში დგომისათვის 🙏🙏❤️❤️🇬🇪🇺🇸

Posted by M.D. Irakli Kokrashvili on პარასკევი, 23 აგვისტო, 2024

ნინი შერმადინი: „გთხოვთ, გავერთიანდეთ დათისთვის, ვისაც რითი შეგვიძლია… დათი კარგად იქნება და ჩვენ ამას შევძლებთ ერთად!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები