უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი სოციალურ ქსელ “ინსტაგრამში” სქრინშოტს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ მას უკვე მილიონი გამომწერი ჰყავს.
ფოტოს არესტოვიჩი ასეთ წარწერას უკეთებს:
“როდესაც უმცროსმა ქალიშვილმა გადაწყვიტა, რომ მამა არ არის სახლში სრულიად უსარგებლო ნივთი და პრინციპში შეუძლია მისით დაინტერესდეს“.
როგორც ჩანს პოლიტიკოსის ქალიშვილს ძალიან გაუხარდა მამის გულშემატკივრების რაოდენობა.
უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, გარშემო ნამდვილი პატრიოტებისა და პროფესიონალების გუნდი ჰყავს შემოკრებილი. ალექსეი არესტოვიჩი, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა.
მას ომის პერიოდში მთავარ „დამამშვიდებელსაც“ კი უწოდებენ უკრაინის მოქალაქეებისთვის და აღიარებენ ახალ სექსსიმბოლოდ უკრაინელი ქალებისთვის, თუმცა, მისი პოპულარობა საკუთარი სამშობლოს ფარგლებს უკვე გასცდა…
ის 2005 წელს დაქორწინდა. ანასტასია არესტოვიჩთან მას ორი შვილი ჰყავს, გოგონა და ბიჭი, ასევე ჰყავს გოგონა პირველი ქორწინებიდან. სოციალურ ქსელში არესტოვიჩი იშვიათად აქვეყნებს ოჯახურ ფოტოებს. არესტოვიჩის მეუღლე ამჟამად საგამომცემლო ბიზნესში მუშაობს.
როგორ იქცა დედოფლისწყაროში დაბადებული ალექსეი არესტოვიჩი უკრაინის ახალ სექსსიმბოლოდ