LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“როდის ახსენა ღარიბაშვილმა პუტინი? დავგუგლე – 2014 წელს” – რომან გოცირიძის მიმართვა ხელისუფლებას

57
რომან გოცირიძე

“რო­დის ახ­სე­ნა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა პუ­ტი­ნი? “დავ­გუ­გ­ლე“ – 2014 წელს. რა­ტომ არ ახ­სე­ნებთ პუ­ტინს, რუ­სე­თი, რომ ძლივს ამო­გა­ღერ­ღი­ნეთ”, – ასე მი­მარ­თა “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა რო­მან გო­ცი­რი­ძემ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­თა­უ­რო­ბით, არის მუხ­რუ­ჭი ევ­რო­პუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე.

“ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არ იმ­სა­ხუ­რებს სი­ღა­ტა­კეს, არ იმ­სა­ხუ­რებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, არ იმ­სა­ხუ­რებს არა­ფორ­მა­ლურ მმარ­თვე­ლო­ბას, არ იმ­სა­ხუ­რებს კონ­სტი­ტუ­ცი­ის ფეხ­ქვეშ გა­თელ­ვას, არ იმ­სა­ხუ­რებს კო­რუმ­პი­რე­ბულ მო­სა­მარ­თლე­ებს, არ იმ­სა­ხუ­რებს პო­ლი­ტი­კურ პა­ტიმ­რებს, არ იმ­სა­ხუ­რებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის, ნიკა გვა­რა­მი­ას და სხვა­თა უსა­მარ­თლოდ და­პა­ტიმ­რე­ბას და ბევრ რა­მეს არ იმ­სა­ხუ­რებს, მაგ­რამ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი იმ­სა­ხუ­რებს იყოს ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რი. მან ეს მო­ი­პო­ვა, თუნ­დაც სის­ხლი­თაც, მათ შო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­თა­უ­რო­ბით არის მუხ­რუ­ჭი ევ­რო­პუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე.” – განაცხადა გოცირიძემ.

რომან გოცირიძის განცხადებით, უცხო სახელმწიფოს მეთაურები მოუწოდებენ საქართველოს ხელუსუფლების ლიდერებს, რომ მხარი დაუჭირონ სანქციების ევროპულ პოლტიიკას და ელი შეუშალოს რუსეთის მიერ მისი გვერდის ავლის მცდელობას.

“რა­ტომ არ ით­ვა­ლის­წი­ნებთ ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის მო­წო­დე­ბებს, რომ­ლე­ბიც მო­ღა­ლა­ტე­ე­ბად გა­მო­ა­ცხა­დეთ. უკვე სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ან – გუ­შინ საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, რომ თქვენ­მა ქვე­ყა­ნამ მხა­რი უნდა და­უ­ჭი­როს სან­ქცი­ე­ბის ევ­რო­პულ პო­ლი­ტი­კას და ხელი უნდა შე­უ­შა­ლოს რუ­სე­თის მიერ მისი გვერ­დის ავ­ლის მცდე­ლო­ბა­სო, ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, გა­დად­გას ყვე­ლა შე­საძ­ლო ნა­ბი­ჯი უკ­რა­ი­ნის მხარ­და­სა­ჭე­რად და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ა­კის­როს რუ­სეთს სამ­ხედ­რო და­ნა­შა­უ­ლებ­ზე – რისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის დამ­კის­რებ­ლე­ბი ხართ, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტს უარი უთხა­რით პარ­ლა­მენ­ტში გა­მოს­ვლა­ზე.”

გოცირიძის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დე­ლი ეპო­ქის შე­სა­ფა­სებ­ლად ერთი ის­ტო­რი­უ­ლი ფრა­ზა არის საკ­მა­რი­სი,” აი რა თქვა ზე­ლენ­სკიმ – “ქარ­თვე­ლი ხალ­ხი სჯო­ბია მის მთავ­რო­ბას“ – ეს არის ვერ­დიქ­ტი“,

“რო­დის ახ­სე­ნა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი პუ­ტი­ნი? “დავ­გუ­გ­ლე“ – 2014 წელს. რა­ტომ არ ახ­სე­ნებთ პუ­ტინს, რუ­სე­თი, რომ ძლივს ამო­გა­ღერ­ღი­ნეთ. ამი­ტომ რო­დე­საც ამა თუ იმ ეპო­ქას აფა­სე­ბენ, ყო­ველ­თვის რა­ღაც ხა­ტო­ვა­ნი სი­ტყვე­ბი რჩე­ბა მის და­სა­ხა­სი­ა­თებ­ლად. – გა­ნა­ცხა­და გო­ცი­რი­ძემ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g