LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის არის კარგი დრო უძრავი ქონების შესაძენად?

201
715X400 copy

ალბათ, გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ წლის განმავლობაში არსებობს კარგი და  ნაკლებად ხელსაყრელი პერიოდები უძრავი ქონების შესაძენად. დიახ, სახლის, აგარაკის, ბინის შეძენა  ყოველთვის კარგი გადაწყვეტილებაა, მაგრამ იმისათვის რომ ეს გარიგება თქვენთვის მომგებიანი იყოს და გადასვლის, რემონტის პროცესებმა ნაკლები ზიანი მიაყენოს თქვენს ნერვულ სისტემას, გირჩევთ ისეთ დროს შეიძინოთ უძრავი ქონება, როცა ამას სპეციალისტები და გამოცდილი ადამიანები გვირჩევენ.

ზაფხული ერთ-ერთი საუკეთესო დროა უძრავი ქონების შესაძენად, უფრო მეტიც მაძიებლები გვიან გაზაფხულიდან აქტიურდებიან და სურთ, რაც შეიძლება მალე იყიდონ ახალი სახლი, რათა წელიწადის ცხელი სეზონი გამოიყენონ სარემონტო სამუშაოებისთვის და ახალ სასწავლო, თუ სამუშაო წელს უკვე ახალი სახლიდან შეუდგნენ.

გარდა ამისა, ამ დროს საკურორტო ზონებში ბინის ან აგარაკის შეძენა პრაქტიკული და მომგებიანია, ატარებ ზაფხულს გრილად და ამავდროულად, სამომავლოდ შენს მიერ ნაყიდ ქონებას აქცევ დამატებით შემოსავლის წყაროდ.

გამორჩეულად ხელსაყრელი დრო ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად, როგორიც ახალი ქონების შეძენაა – ასევე არის ახალი წელი. ამ პერიოდში, უხვად არის აქციები, ფასდაკლებები, საჩუქრებს არ იშურებენ დეველოპერული კომპანიებიც. თავის მხრივ  მაძიებლებიც ცდილობენ, დროულად გააკეთონ არჩევანი, რომ ახალ წელს ახალ სახლში სიახლითა და ამაღლებული განწყობით შეხვდნენ.

აღდგომა და სააღდგომო ფასდაკლებები თავისთავად მიმზიდველია მსხვილი შენაძენის გაკეთების დროს. გაზაფხულის ბოლო პერიოდში, ძირითადად, იმიტომ აქტიურდებიან ყიდვით დაინტერესებულები ადამიანები, რომ ამ დროს სრულდება სასწავლო წელი, სახლიდან სახლში გადასვლის პროცესები არ შეუშლის ხელს მოსწავლეებსა თუ სტუდენტებს და არ იმოქმედებს მათ სწავლასა თუ შრომისუნარიანობაზე უარყოფითად.

როგორ მოვძებნოთ სასურველი უძრავი ქონება?

თუ გსურთ, რომ ამ ზაფხულს კარგი შენაძენი გააკეთოთ უძრავი ქონების მხრივ, აუცილებლად ეწვიეთ area.ge-ს, სადაც არა მარტო საცხოვრებელი ქონების, არამედ კომერციული-საოფისე ფართების, მიწის ნაკვეთების, სახლების, აგარაკების ყველაზე დიდი არჩევანია.

საიტზე არსებული გამარტივებული ძებნის ფუნქციონალი დაგეხმარებათ ლოკაციის მითითებით სასურველი ქონება იპოვოთ ზუსტად იმ ქალაქსა თუ რაიონში, რომლითაც დაინტერესებული ხართ.

გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია არეაზე დაათვალიეროს როგორც მეორადი უძრავი ქონება, ისე მიიღოს ინფორმაცია დეველოპერული კომპანიების შესახებ. არეას პარტნიორია თითქმის ყველა დეველოპერული კომპანია, საქართველოს მასშტაბით. თითოეული პროექტის ფარგლებში, მაძიებელს ეძლევა საშუალება დეტალურად დაათვალიეროს გასაყიდი ბინები, აღწერითა და ფასით. არეაზე ასევე შესაძლებელია დეველოპერების მიერ განსაკუთრებული შეთავაზებების, მიმდინარე აქციებისა და ფასდაკლებების შესახებ ინფორმაციის მიღება.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g