LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის და რა შემთხვევაშია “ბუსტერ” დოზის გაკეთება რეკომენდებული: ივანე ჩხაიძე განმარტავს

143
244713914-402613438151334-2950803861588147861-n

მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ ვაქცინის გამაძლიერებელ, მესამე, ე.წ. “ბუსტერ-დოზის” გამოყენებაზე ნებართვა უკვე დიდი ხანია გასცა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ “ბუსტერ-დოზით” აცრა შესაძლებელი გახდა საქართველოშიც.

ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა და განმარტა, რომ საბჭომ მხარი დაუჭირა ბუსტერის გაკეთებას 50 წლის ზემოთ ადამიანებში, მაღალი რისკის მქონე პროფესიის ადამიანებსა და ასევე ნებისმიერი ასაკის იმ ადამიანში, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადება.

საქართველოში დაშვებული ვაქცინებიდან როდის და რა შემთხვევაშია “ბუსტერ-დოზის” გაკეთება რეკომენდებული -განმარტავს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე.

ივანე ჩხაიძის განცხადებით:

?   “ფაიზერით” ვაქცინირებულ პირებს “ბუსტერით” აცრა სრულად ვაქცინაციიდან 6 თვის შემდეგ შეუძლიათ;

?   “ასტრაზენეკას” აქვს გაცხადებული, რომ მისი ვაქცინა ორი დოზის გაკეთების შემდგომ არ საჭიროებს “ბუსტერს”, რადგან მისი იმუნიტეტი ხანგრძლივად გრძელდება;

?   “სინოფარმსა” და “სინოვაკთან” დაკავშირებით კი “ბუსტერ-დოზის” საკითხი კონკრეტული ადამიანის გადასაწყვეტია, რადგან “სინოფარმთან” მიმართებით არ არის დაფიქსირებული, რომ მას სჭირდება გაძლიერება.

“ბუსტერ” დოზა არ ეხება ყველა ვაქცინას. საქართველოში არსებული 4 მწარმოებლიდან “ასტრაზენეკას” აქვს გაცხადებული, რომ მისი ვაქცინა ორი დოზის გაკეთების შემდგომ არ საჭიროებს გაძლიერებას, “ბუსტერს”, ვინაიდან მისი იმუნიტეტი გრძელდება ხანგრძლივად.

“ფაიზერმა” ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ განიხილავდა აუცილებლობად მისი ვაქცინის გაკეთებიდან 6-12 თვის პერიოდში გამაძლიერებელი “ბუსტერ” დოზის გამოყენებას. ამასთან, დადგენილია, რომ “ფაიზერის” ვაქცინა გაკეთებიდან 6 თვის შემდეგ მნიშვნელოვნად კარგავს თავის დამცველობით ძალას.

საქართველოში ყველაზე მეტია იმ ადამიანების ოდენობა, ვინც “ფაიზერი” გაიკეთა. მათ ექნებათ შესაძლებლობა “ბუსტერის” მიღების, რა თქმა უნდა, გარკვეული ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. ასაკობრივი ჯგუფი განისაზღვრა, მოქალაქეებს “ბუსტერ” დოზის გაკეთება 50 წლის შემდეგ შეუძლიათ. რაც შეეხება, 50 წლამდე ასაკს, ჩვენ გვაქვს განსაზღვრული ის ჯგუფები, სადაც ეს ვაქცინაცია არის აუცილებელი. ეს არის ქრონიკული დაავაადების მქონე 16-იდან 49-მდე ასაკის კატეგორია, მათ შეუძლიათ გაიკეთონ “ფაიზერის” “ბუსტერ” დოზა.

“სინოფარმსა” და “სინოვაკთან” დაკავშირებით ბუსტერ დოზის საკითხი კონკრეტული ადამიანის გადასაწყვეტია, რადგან „სინოფარმთან“ მიმართებით არ არის დაფიქსირებული, რომ მას სჭირდება გაძლიერება. თუ თქვენ სტანდარტულად მოქმედებთ და იკეთებთ “ბუსტერს”, ეს არის მეორე დოზის გაკეთებიდან 6 თვე. თუ თქვენ რაღაც პირობების გამო საზღვარგარეთ გიწევთ წასვლა –  ეს იქნება სწავლა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მინიმუმ, 28 დღე უნდა იყოს გასული წინა ვაქცინიდან თქვენ რომ გაიკეთოთ “ბუსტერ” დოზა. ამ მიზნით “სინოფარმის” გაკეთების შემდეგ “ფაიზერით” “ბუსტერი” უნდა იყოს ორი დოზა. ამასთან, ამ მოქალაქეებს “ბუსტერი” შეუძლიათ გაიკეთონ როგორც “სინოფარმით”, ისე “ფაიზერით.” – თქვა ჩხაიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g