გარემოს ეროვნული სააგენტო 10-12 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
მათივე ცნობით, 10 მარტიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და დათბება:
„თბილისში 10-11 მარტს მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი, ხოლო 12 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 10-11 მარტს ზოგან მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი, ხოლო 12 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 10-11 მარტს ზოგან მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი, ხოლო 12 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 10-11 მარტს ზოგან მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი, ხოლო 12 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 10-11 მარტს ზოგან მცირე თოვლი და ნისლია მოსალოდნელი, ხოლო 12 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით -2, -4 გრადუსი დაფიქსირდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
