გია ყანჩელთან ინტერვიუს ჟურნალ „ოქეის“ ახალი ნომერი აქვეყნებს. ცნობილი კომპოზიტორი თავისი შემოქმედებისა და პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ცხოვრების ყველაზე ნათელი პერიოდი დაკავშირებულია პირად ცხოვრებასთან – „მე მყავს შეუდარებელი, საოცარი მეუღლე. ჩვენ 52-ე წელია, ერთად ვართ და აკრგად მესმის, რა მძიმე და რთული იყო ჩემი გაძლება. ჩვენ გვყავს ორი არაჩვეულებრივი შვილი – ნატო და სანდრო; საოცარი რძალი – მარიკა გოგორიშვილი რომლის მიმართ ისეთივე გრძნობები მაქვს, როგორიც ჩემი შვილების მიმართ. გვყავს ოთხი ერთმანეთზე უკეთესი შვილიშვილი. ეს ყველაფერი დაკავშირებულია სიხარულთან, ბედნიერებასთან და სიმშვიდესთან“.
ამდენი სიყვარულია თქვენ ირგვლივ. რა არის სიყვარული? როგორ ფიქრობთ, ოდესმე მთავრდება?
სიკვდილთან ერთად. უფრო სწორად, არ მიყვარს ეს სიტყვა, გარდაცვალებასთან ერთად. ქართველებს გენიალური სიტყვა გვაქვს – „გარდაცვალება“.
როგორ მიგაჩნიათ, რის გამო ღირს თავგანწირვა?
იცით რა, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ? მთელი ჩემი ცხოვრება 8-10 საათი ვმუშაობდი დღეში. როგორ ფიქრობთ, არის ეს თავგანწირვა? მე მგონი, არის. ეს არის ჩემი პასუხი.
ვრცელ ინტერვიუს შესანიშნავ ქართველ კომპოზიტორთან „ოქეის“ ახალ ნომერში წაიკითხავთ.
