LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ აღმოჩნდა როლანდ ოქროპირიძის ყოფილი მეუღლე მისი საყვარლის როლში: „ვერ გავიგე, თუ ასე კარგად ხართ, მაშინ რატომ დაშორდითო…“

17599
სოფო-და-როლანდი (1)

მსახიობი სოფო გორელაშვილი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს ახალ სერიალში „სიყვარულს მიღმა“, რომელიც საზოგადოებრივ არხზე გადის.

სოფოს ქორწინება აკავშირებდა კოლეგასთან, მსახიობ როლანდ ოქროპირიძესთან, რომელთანაც ერთი შვილი, საბა ჰყავს.

სოფო ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ექსმეუღლესთან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა:

„ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. თავიდან ასე არ ყოფილა. მარტივად არ ხდება, დრო არის საჭირო, რომ რაღაცები „გადახარშო“, მაგრამ ბოლო სამი წელია, საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. რჩევა იქნება, დახმარება თუ სხვა საჭიროება, ერთმანეთის გვერდით ვართ. სასაცილო ამბის გაზიარება, ერთად გართობა, დარეკვა, მოკითხვა, გასეირნება ჩვენთვის ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. „თესეაში“ საყვარლების როლიც ვითამაშეთ. ისეთი ჯანსაღი ურთიერთობა გვაქვს, ბევრს რომ შეშურდება (იცინის). თავიდან ჩვენც არ გვეგონა, რომ ასე იქნებოდა, მაგრამ ახლა ერთმანეთისთვის ისევ ოჯახის წევრები ვართ, დედამისთანაც ძალიან ვმეგობრობ და ერთი დიდი ოჯახივით გამოვდივართ.

როლანდ ოქროპირიძე: „ოჯახის დანგრევა ისე განვიცადე, დიაბეტი დამემართა…“

ყოფილი მეუღლის საყვარლის ფულს რომ გთავაზობენ,. ალბათ, ეს ცხოვრებისული კომედიაა. 

(იცინის) არ ვიცი, შეიძლება, შეგნებულადაც გააკეთეს, მაგრამ ამაზე მართლა ძალიან ბევრი ვიცინეთ და გადაღებებზეც ძალიან ვხალისობდით. საბაც შოკირებული იყო, ვერ გავიგე, თუ ასე კარგად ხართ, მაშინ რატომ დაშორდითო (იცინის).

მეორედ არ დაქორწინებულხარ…

ჯერჯერობით, არ შევეხები ჩემს პირად ცხოვრებას. ეს თემა მომავლისთვის დავიტოვოთ (იცინის)“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები