LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ახერხებს ნორვეგია, რომ ავარიებში მსხვერპლი არ აქვს: შევადაროთ საქართველოს

441
567

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2019 წელს, ნორვეგიის დედაქალაქის გზებზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებს მხოლოდ ერთი ადამიანი ემსხვერპლა, მთელმა მსოფლიომ აიტაცა. როგორ ახერხებს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა ასეთი შესაშური შედეგის მიღწევას და ბევრი უკლია თუ არა საქართველოს ევროპამდე? შევეცადეთ ნორვეგიული გამოცდილება და მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები გვენახა.

2019 წელს ოსლოს ქუჩებში მხოლოდ ერთი ადამიანი დაიღუპა. ეს ზრდასრული მამაკაცია, მისი მანქანა ღობეს შეეჯახა. შედარებისთვის, 2018 წელს ოსლოში 5 ადამიანი დაიღუპა.

ამასთან, არ დარეგისტრირებულა არც ერთი ლეტალური შემთხვევა ფეხით მოსიარულეების ან ველოსიპედისტების მონაწილეობით.

გასული წლის განმავლობაში, ოსლოს გზებზე ავარიებს მხოლოდ ერთი ადამიანი ემსხვერპლა

 

 

 

 

ოსლოში ჯერ კიდევ 1970-იან წლებში შემოიღეს უსაფრთხოების დამატებითი ზომები – შეზღუდული სიჩქარე და მწოლიარე პოლიციელები. ასევე მოაწყვეს ცალკე ველობილიკები.
გაკეთდა ბევრი ველობილიკი და ნორვეგიელებმა უფრო ხშირად დაიწყეს ველოსიპედით სიარული. თან ველობილიკები გამოაცალკევეს საავტომობილო გზებისგან და სერიოზული საგზაო შემთხვევების რისკი საგრძნობლად შეამცირეს.

საზოგადოებრივი გზების ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ გზებზე სიკვდილიანობის შემცირებას ხელი შეუწყო ოსლოს ცენტრალურ ნაწილში კერძო ავტოტრანსპორტის შესვლის შეზღუდვამ. ეს განსაკუთრებით ეხება ისტორიულ ცენტრსა და საქმიან ზონას.

 

სიტუაციის გაუმჯობესებას ხელი შეუწყო აგრეთვე საგზაო საფარის ხარისხის გაუმჯობესებამ.

 

ექსპერტები ასევე გამოყოფენ სიჩქარის შეზღუდვას, ზოგიერთ ქუჩაზე 30 კმ/სთ-მდეც კი შეზღუდულია მოძრაობა.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსწავლეების უსაფრთხოებას: სკოლების ადმინისტრაცია და მუნიციპალიტეტები ერთობლივად შეიმუშავებენ, რაც შეიძლება უსაფრთხო გახადონ გზა სკოლამდე ფეხით ან ველოსიპედით მოსიარულეებისთვის. უსაფრთხოების დეპარტამენტის სწავლული რუნე ელვიკი სატრანსპორტო უსაფრთხოებასა და ადამიანების ქცევას წავლობს: “რამდენიმე მიზეზმა იქონია გავლენა. ესენია: სიჩქარის რეჟიმის შემცირება და საცხოვრებელ რაიონებში ნაკლები ტრაფიკი, მთლიანობაში ავტომობილების უსაფრთხოების დონის გაზრდა, ასევე ნასვამი მძღოლების ნაკლები რაოდენობა”.

 

ამასთან, თავად ნორვეგიელები არ აპირებენ მოდუნებას: პოლიცია ამბობს, რომ ადამიანური ფაქტორი არსად გამქრალა: არიან რისკიანი მძღოლები, რომლებიც სისტემატიურად აჭარბებენ სიჩქარეს ან საჭესთან შეზარხოშებულები სხდებიან. ზოგი მობილურ ტელეფონს ვერ წყდება. ველოსიპედისტების რაოდენობის ზრდაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

საგზაო ნიშნები და შუქნიშნები უნდა მოაშოროთ, ეს მეცნიერებმა დაასკვნეს

 

ნორვეგიული გზების განსაკუთრებულობაა მათი დატოტვილობაა. ნიშნები, რომლებიც სახიფათო მოსახვევს ან სიჩქარის შემცირებისკენ მოუწოდებს, ყველგან შეგხვდებათ.

ქალაქგარეთ გზებზე მაქსიმალური სიჩქარე 80 კმ/სთ-ია, ქალაქის ფარგლებში – 50 კმ/სთ. მხოლოდ ოთხზოლიანი მაგისტრალების ცალკეულ მონაკვეთებზეა დაშვებული 110 კმ/სთ.

 

საჯარიმო სანქციები ძალიან შთამბეჭდავია.

ადგილობრივი მძღოლების მართვის სტილი შესაძლებელია დავახასიათოთ როგორც მშვიდი. ისინი ზუსტად იცავენ საგზაო მოძრაობის წესებს. ადგილობრივი ავტომობილისტების დიდ ნაწილს შეადგენენ სტუდენტები, დიასახლისები და საპენსიო ასაკის ადამიანები, რაც ასევე სახასიათო განსაკუთრებულობას მატებს.

მოძრაობისას არ არის მიღებული მარცხენა რიგის დაკავება, ის გათვალისწინებულია გასწრებისთვის.

აღსანიშნავია, რომ პატიოსან მძღოლებს არ უყვართ “მრბოლელები” და ცბიერი ავტომობილისტები.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ქცევაა ის, რომ ადგილობრივ მძღოლებს არ ეხერხებათ უკან სვლით მოძრაობა.

ასევე აღსანიშნავია, რომ ნორვეგიაში ფეხით მოსიარულეები დიდი ყურადღებით არ გამოირჩევიან. “ზებრაზე” ფეხის დაბიჯებისას ისინი გვერდზე იშვიათად იყურებიან, რადგან დარწმუნებული არიან საკუთარ უსაფრთხოებაში.

ამავე დროს, ავტომობილისტებისთვის მთავარ საფრთხეს არა ფეხით მოსიარულეები, არამედ ველოსიპედისტები წარმოადგენენ. ისინი თავდაჯერებით კომბინირებენ და მათგან ყველაფერია მოსალოდნელი.

 

ნორვეგიაში საბურავების პროტექტორის სიღრმე მინიმუმ 1.6 მმ უნდა იყოს ზაფხულში, ხოლო ზამთარში 3 მმ-ს უნდა შეადგენდეს.

ფარები აუცილებლად უნდა ენთოს ნებისმიერ დროს, ზაფხულის ყველაზე ნათელ დღესაც კი. ეს ეხება მოპედებსა და მოტოციკლებსაც. მარჯვენასაჭიანებმა ფარებზე დამცავი შავი სამკუთხედები უნდა დააკრან, რათა შემხვედრი არ დააბრმავონ.

უსაფრთხოების ღვედები უნდა შეიკრან როგორც მძღოლებმა, ასევე მგზავრებმა. 36 კგ წონამდე და 135 სმ სიმაღლის ბავშვები საბავშვო სავარძელში უნდა ისხდნენ.

 

დასკვნა და შედარება

სიჩქარის შეზღუდვა და განსაკუთრებით მწოლიარე პოლიციელების რაოდენობა – ამის პრობლემა არც თბილისშია. ველობილიკები ჩვენთან უფრო საჩვენებლად არის აქა-იქ მოწყობილი, ვიდრე პრაქტიკული გამოყენებისთვის. ჩვენთან უამრავ ადგილს ნახავ, სადაც ეზოში მოთამაშე ბავშვები, ველოსიპედით მოსიარულე ბავშვები, საზტრანსპორტი, კერძო ტრანსპორტი, ფეხით მოსიარულე ერთ სივრცეში მოძრაობენ.

თუ მეიდანს, კოტე აფხაზის ქუჩას (ყოფილ ლესელიძეს) და ძველ თბილისს ავიღებთ ჩვენს ცენტრად, სწრაფად მოსიარულე ავტომობილს აქ ფიზიკურად ვერ ვნახავთ.

გზის საფარს ჩვენთან ყველა მთავრობა აკეთებს, მაგრამ მაინც როგორც წესი არსად არ ვარგა ხოლმე.

ჩვენთან მარცხენა ზოლის დაკავება და “ზადნით” სიარულიც მოდაშია. საბურავების მდგომარეობასაც დიდად არავინ უყურებს. “ზებრაზე” გადასვლა ჩვენთან ჯერ კიდევ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს (ბუნებრივია ყველა ადგილს არ ეხება). პრობლემად რჩება მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები. რა თქმა უნდა, ბევრს არც ბავშვებისთვის აქვთ ცალკე სავარძელი, მეტიც, ხშირად მძღოლს კალთაშიც კი უზის ბავშვი და “ტარებას ასწავლის”. მართვისას მობილურზე საუბარი და საჭესთან ნასვამი დაჯდომაც არ ჩაბარებულა წარსულს.
მოკლედ, მიუხედავად რეფორმების მცდელობისას, საქართველოს განვითარებულ ევროპამდე ჯერ ბევრი უკლია და ბევრი რამ ინფრასტრუქტურასთან ერთად ადამიანის ცნობიერებამდე დადის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g