თითოეულ ჩვენგანს თუ არა, მინიმუმ ჩვენს რომელიმე მეგობარს მაინც ჰქონია შემთხვევა, როცა “ფეისბუქზე” შეხვედრია ლამაზი ჩანთების, ფეხსაცმლისა თუ ტანსაცმლის ფოტოები და მისი გამოწერა გადაუწყვიტავს. როგორ წესი, ონლაინმაღაზიები უთითებენ, ნივთები ადგილზეა თუ გამოწერით. თუ ყველაფერი ადგილზეა, პრობლემა იშვიათად შეგექმნებათ. წესით იმისგანაც დაზღვეული ხართ, რომ რეალური ნივთი და ინტერნეტში არსებული ფოტო ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებოდეს. მინიმუმ ის შეგიძლიათ, სთხოვოთ ონლაინმაღაზიის წარმომადგენელს, ადგილზე არსებული ნივთის ფოტო გამოგიგზავნოთ. თანხას კი, უმეტესად, ადგილზე მოტანის შემდეგ იხდით.
რა ხდება იმ დროს, როცა მითითებულია, რომ ყველაფერი არის გამოწერით, ნივთები ჩამოდის შეკვეთიდან ორ კვირაში და ავანსის სახით 10-20%-ით გადახდას გთხოვენ. მოქალაქეების ნაწილი ამაზე უარს ამბობს და სხვა ონლაინმაღაზიას მიმართავს, ვისაც ყველა ნივთი ადგილზე აქვს, ნაწილი კი იხდის ავანსს, ზოგი სრულ ღირებულებას და აი ზუსტად აქ იწყება მთელი რიგი პრობლემები.
როგორც გავარკვიეთ, ასეთ შემთხვევებზე იურისტებთან მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც მათივე ცნობით, პანდემიის პერიოდს უკავშირდება. როგორც “ფორტუნას” ევროპის უნივერსიტეტის “სამართლებრივი დახმარების ცენტრის” ხელმძღვანელმა თათია დოლიძემ მოგვაწოდა ინფორმაცია, სწორედ ამ მიზეზით, დაზარალებაზე მათთან მიმართვიანობა 30-40%-ით გაიზარდა. რა ტიპის შემთხვევები გვხვდება პრაქტიკაში, როგორ უნდა დაიცვათ თავი თაღლითობისგან, ამაზე ჩვენ იურისტს ვესაუბრეთ, თუმცა მანამდე ჯერ მოგიყვებით 35 წლის ეკას ისტორიას, რომელიც ონლაინვაჭრობისას თაღლითობის მსხვერპლი გახდა.
როგორ მოატყუა ინტერნეტმაღაზიამ მომხმარებელი

რა უნდა იცოდეთ, რომ ინტერნეტმაღაზიის თაღლითობის მსხვერპლი არ გახდეთ
რადიო “ფორტუნა”, სწორედ იმ სამართლებრივი ცენტრის ხელმძღვანელს დაუკავშირდა, რომელიც მას კომპანიასთან ურთიერთბაში დაეხმარა. თათია დოლიძემ რამდენიმე მთავარი რჩევა მოგვცა, მანამდე კი მსგავს შემთვევებზე გვესაუბრა.
” ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური პანდემიის დროს გახდა, როცა 30-40%-ით გაიზარდა დაზარალებაზე მომართვიანობა. ხდება შემთხვევა, როცა ნივთის ხარისხთან აქვთ პრობლემა, მაგრამ უმეტესად მაინც ქართულ გვერდებზე რა პრეტენზიაც მოდის, ეს არის ონლაინ შოპინგის გვერდები, სადაც დევს ლამაზი ნივთის პროდუქტი, ადმინი ეუბნება, რომ თანხის ნაწილი უნდა ჩარიცხოს და პროდუქცია 2 კვირაში ჩამოვა, შემდეგ კი ან საერთოდ არ ჩამოდის, ან დაგვიანებით იღებს მომხმარებელი ნივთს. ეს უკანასკნელი მომხმარებლის მოტყუებად ვერ აღიქმება”.
“ფორტუნას” კითხვაზე, რამდენად ხშირად იბრუნებს მომხმარებელი თანხას, იურისტმა გვიპასუხა, რომ მოლაპარაკების გზით აღწევენ ხოლმე წარმატებებს.
“მთავარია, დეტალურად ავუხსნათ, რომ გაქვთ შესაბამისი დოკუმენტები, რითიც დაამტკიცებთ, რომ დაირღვა პირობები. აძლევთ ვადას, რომ დარღეული ვალდებულებისთვის თანხა დაგიბრუნონ, ამ დროს როგორც წესი ისინი ხვდებიან, რომ გაქვთ ყველანაირი მტკიცებულება და ერიდებიან გამწვავებას. მთავარია, შეისწავლოთ კარგად, ის ვისგანაც აპირებთ ნივთის გამოწერას.
როცა შედიხართ ასეთ გვერდზე, შეეცადეთ მოძებნოთ რეალური ადამიანების კომენტარები. როცა შედიხართ ამ გვერდზე, ფოტოების ქვეშ ვერ ხედავთ კომენტარებს, ან გაჩვენებთ, რომ არის რამდენიმე კომენტარი, მაგრამ რომ ჩამოშლით, არ ჩანს, სჯობს დაფიქრდეთ მათი მომსახურებსი სანდოობაზე. იმისთვის, რომ გაარკვიოთ, მომწოდებული რამდენად სანდოა, სოციალური ქსელი გაძლევთ ამის საშუალება – ნაცადი მეთოდია, რომ ისეთი მაღაზიიდან გამოიწეროთ, რომელიც მეგობრების მიერაა გამოცდილი. ასევე შეგიძლიათ პირადობის რეკვიზიტები მოითხოვოთ. თუ მაინც აღმოჩნდით ასეთი თაღლითობის წინაშე, გირჩევთ პოლიციაც საქმის კურსში ჩააყენოთ და იურისტს მიმართოთ”, – ამბობს თათია დოლიძე.
ჩვენ იურისტს ასევე ვკითხეთ, მსგავსი ქეისები უმეტესად ქართულ ვებგვერდებთან დაკავშირებით აქვთ თუ უცხოურთან. როგორც აგვიხსნეს, უცხოურ საიტებს, როგორც წესი, ყელაფერი აქვთ მითითებული, სად მიწერო, როგორ მიწერო, ნივთის დაგვიანების ან თანხის დაბრუნების შემთხვევაში და ძირითადად, როგორც გაირკვა, მათთან პრობლემები ნაკლებად იქმნება. ასე რომ გირჩევთ, საქართველოში მოქმედ ონლაინმაღაზიებთან დაკავშირებით სიფრთხილე გამოიჩინოთ და იურისტის რჩევები გაითვალისწინოთ.